ირაკლი ღარიბაშვილი ლონდონის საფონდო ბირჟაზე “თიბისი ბანკის“ ოფიციალურ წარდგენას დაესწრო
პოლიტიკა - 12:09, 11 Jun, 2014     1651

„თიბისი ბანკი“ ლონდონის საფონდო ბირჟაზე გავიდა. ლონდონის საფონდო ბირჟაზე “თიბისი ბანკის“ ოფიციალურ წარდგენას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და „თიბისი ბანკს“ წარმატება მიულოცა. მისი განცხადებით, ,,თიბისი ბანკმა” გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს წარმოსაჩენად.

„ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებით ბანკმა გლობალური მნიშვნელობის ტრანზაქცია განახორციელა. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია აქციების წარმატებული პირველი განთავსება და დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, სკანდინავიისა და ევროპის სხვა ქვეყნების ასამდე აღიარებული ინსტიტუციონალური ინვესტორის მონაწილეობა. შედეგად, ,,თიბისი ბანკი” შეუერთდა მსოფლიოს წამყვანი საჯარო კომპანიების რიცხვს,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ტრანზაქციის წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ინვესტორებს ეჭვი არ ეპარებათ საქართველოს სტაბილურობასა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის პოტენციალში.

„ასევე ეჭვს არ იწვევს ისიც, რომ ქვეყნის პრესტიჟი დღითიდღე იზრდება და საქართველო იმკვიდრებს ღირსეულ ადგილს,“–აღნიშნა პრემიერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42