საქართველოს ენერგეტიკის მინისტრსა და ვიცეპრემიერ კახი კალაძეს „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ წევრებმა აქცია მოუწყვეს.
აქციის მონაწილეები გამთენიისას სასტუმრო Georgian Palace Hotel-თან შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეებმა 26 მაისთან დაკავშირებით კალაძის გუშინდელი განცხადება გააპროტესტეს.
"მან ერთი ერთში გაიმეორა ის რიტორიკა, რომელიც ჰქონდა და აქვს "ნაციონალურ მოძრაობას". მან თქვა, რომ ბურჯანაძემ ხალხი მიატოვა და ა.შ. ჩვენ ისიც გვახსოვს, რომ ის აქტიური მხარდამჭერი იყო სააკაშვილის ხელისუფლების. როდესაც კალაძემ მსგავსი განცხადებები გააკეთა გუშინ, აღშფოთებული ქობულეთის და ბათუმის მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომ ეს გაეპროტესტებინა. მივედით სასტუმროსთან და მოვითხოვეთ, რომ კალაძე რამდენიმეს მარტო შეგხვედროდა, თუმცა უარი თქვა. მე პირადად ვიყავი 26 მაისის მონაწილე და მინდოდა მისთვის რეალურად რა მოხდა ის მეთქვა", - განაცხადა ჭეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






