"ნაციონალური მოძრაობის" ნარჩენები დღეს ნინო ბურჯანაძის პარტიაში არიან გადაბარგებულები“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას განაცხადა. მან ნინო ბურჯანაძეს 2008 წელი გაახსენა და აღნიშნა, რომ ბურჯანაძე მაშინ პარლამენტიდან მიხეილ სააკაშვილმა გაათავისუფა.
"დღეს მოვისმინეთ დემაგოგიური განცხადებები ბურჯანაძის და "ნაცონალური მოძრაობის" მხრიდან, არ უნდა გაგვიკვირდეს ეს ერთნაირი პათოსი, რადგან ისინი ერთი გუნდის წევრები არიან. მე შემოვიარე რეგიონები ყველა ქალაქში ვიყავი და "ნაციონალური მოძრაობის" ნარჩენები ყველა გადაბარგებულია ბურჯანაძის პარტიაში. ეს ჩვენ ვიცოდით, რომ ბურჯანაძე იყო სააკაშვილის გუნდის წევრი. ახლა გვესაუბრება, რომ მიიღო პარლამენტიდან წამოსვლის უპრეცედენტო გადაწყვეტილება. სიმართლე უთახარით ქვეყნის მოსახლეობას, 2008 წელს თქვენ წამოხვედით იმის გამო, რომ სააკაშვილმა გაგათავისუფლათ, რადგან ვერ მოილაპარაკეთ საპარლამენტო არჩევნების დროს საარჩევნო სიებთან დაკავშირებით. ეს იყო რეალობა", - განაცხადა კალაძემ.
მან 26 მაისიც გაიხსენა და განაცხადა, რომ ნინო ბურჯანაძის ესკორტს "ნაციონალურმა მოძრაობამ" კორიდორი გაუკეთა და გაქცევის საშუალება მისცა.
"ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს 26 მაისი, თქვენი ექსკორტი, როდესაც ახალგაზრდა ბიჭებს ხელკეტებით სცემდნენ. როგორ გაგიკეთათ კორიდორი "ნაციონალურმა მოძრაობამ", როგორ გარბოდით და იქ ხალხი როგორ იხოცებოდა და რა დღეში იყო. იქ დაზარალებულ ერთ ოჯახს მაინც თუ მიაქციეთ ყურადღება?", - აღნიშნა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






