ექსპერტი კახი კახიშვილი წინასაარჩევნო გარემოს აფასებს. ექსპერტის განცხადებით, არსებულ ვითარებაში კვერცხების სროლაზე გადასვლა პროგრესია, ხოლო ძალადობის აქციებს ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ ხელისუფლება არ გეგმავს:
„თვითმმართველობის არჩევნები თავისი სპეციფიკით ყველაზე რთულ არჩევნებად ითვლება. ამ არჩევნებზე დამოკიდებულია, როგორ იცხოვრებს ადამიანი უახლოესი სამი თვის განმავლობაში, რთულია, რადგან უამრავი ადამიანია ჩართული, რეგიონებში ჯერ კიდევ არ არის სტაბილური დემოკრატია, ეს ყველაფერი მოქმედებს, ეს არჩევნები ტარდება იმ კოდექსის პირობებში, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოირგო, ასევე მოირგო ახალმა ხელისუფლებამაც გარკვეული მარტივი ასპექტების შეცვლით.
იმ გარემოში რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ პროგრესია ის, რომ ქვებიდან გადავდივართ კვერცხებზე. თუ ხელისუფლებამ დაუშვა თვითშემოქმედება ამ არჩევნებზე შესაძლოა უფრო რთული პროცესები ვიხილოთ, ამ ყოველივეზე ხელისუფლება ადეკვატურ რეაგირებას არ ახდენს, არ ვიცი რატომ, შესაძლოა დაკომპლექსებულია. ეს რა თქმა უნდა ნდობას აკარგვინებს საზოგადოებას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ამ ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რომ დღეს ძირითად პოლიტიკურ სუბიექტად ჰყავდეს მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მე არ ვთვლი, რომ ხელისუფლება გეგმავს ამ ძალადობის აქციებს, ალთას-ბალთას არიან ხელისუფლების წარმომადგენლები და როგორ ფიქრობთ, აქვთ იმის უნარი რომ დაგეგმონ ეს აქციები?, - განაცხადა კახი კახიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






