გადაცემა „არჩევანის“ ეთერში, გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ „ლეიბორისტული პარტიის“ თბილისის მერობის კანდიდატს ასმათ ტყაბლაძეს მიმართა:
„მე, რომ ვიყო ახლა თბილისის მერობის, რომელიმე კანდიდატის ადგილას და მათგან მოვისმინო ამდენი პატივისცემა და ფაქტობრივად ნოლი კრიტიკა, ჩავთვლიდი, რომ ეს ადამიანები მე სერიოზულ კონკურენტად ვერ აღმიქვამენ, თქვენ როგორი შთაბეჭდილება გრჩებათ?“
„უბრალოდ ვერ ბედავენ ჩემთან ისეთ პოლემიკას ან რატომ უნდა გაბედონ, რის საფუძველზე? მე, რომელი პოლიტიკური წარსული მაქვს, რომელს შეუძლია, რამე შავი ლაქა დამდონ ან მე ან ჩემს პირად ცხოვრბას, არ აქვს ასეთი შავი ლაქა, ამიტომ ყველამ ზუსტად გამოთქვა ის, რაც არის, მაგრამ ამათ ავიწყდებათ, რომ მე მხოლოდ მსახიობი არ ვარ, მე ბიზნმესმენიც გახლავართ, თბილისში მაქვს ორი საუკეთესო ბარი, რომელიც ჩემი გაკეთებულია და მე იქ მეურნეობაც ვიცი, მენეჯერობაც ვიცი და ბევი სხვა რაღაცაც...ცოტა ეკონომიკაც ვიცი, იმიტომ რომ კარგად ვმართავ იქუარობას, ასე რომ.. ხო იცით ათასჯერ სწავლა დაფასდა, ათიათასჯერ ზრდილობაო (მიმართა დავით ნარმანიას) და თქვენი სწავლა კი არის დაფასებული მაგრამ.. მეც შემიძლია ბევრი, რაღაც.. ამიტომ მე ყოველთვის ვიბრძოდი და ვიბრძოლებ ჩემი ქალაქის კეთილდღეობისთვის,...მე არასოდეს უკან არ დამიხევია, ყოველთვის წინა ხაზზე ვარ და ცეცხლი დამინთია ვაკეშიც და მთელს ქალაქშიც, აი დენთან დაკავშირებით და კიდევ შემიძლია ეს გავაკეთო. ასე, რომ მაგაზე არ შეწუხდეთ მე ჩემს პროგრამას, როგორ განვახორციელებ ნახავთ შესანიშნავად, ყველას გაჯობებთ“,- განაცხქადა ასმათ ტყაბლაძემ.
გიორგი გაბუნიამ რეპლიკის სახით ასმათ ტყაბლაძეს მიმართა: „მთავარია ისეთი ცეცხლი არ დაანთოთ, რომ არ გადაწვათ ვაკე“.
გაბუნიამ „ლეიბორისტული პარტიის“ მერობის კადიდატს მიმართა დაესახელებინა ის ბარები, რომელიც მის მფლობელობაშია:
„თქვენი „რუსთავი 2“-ის ხალხი მთელი ცხოვრება იქ დადიან..ეს არის ,,ჩაბას ბარი", ვაშლოვანის ქუჩაზე და მეორე ქიაჩელის ქუჩაზე „ბევილი“..ჩემს გემოვნებასაც და არქიტექტურულ ნიჭსაც მობრძანდით და იქ ნახავთ“,-აღნიშნა ტყაბლაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






