გიორგი კაპანაძე იგივე "რიჟა": მე ვისარგებლე „ნაციონალური მოძრაობის“ უსუსურობით
პოლიტიკა - 22:32, 10 Jun, 2014     10949

თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერის გიგი უგულავას ოჯახის წევრის გიორგი ღონიაშვილის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით თეა სიჭინავას საავტორო გადაცემა „პოლიტიკის დროში“ გიორგი კაპანაძემ ისაუბრა. მან განმარტა ის დეტალები თუ რის გამო მოხდა ღონიაშვილის დაკავება და რა კავშრი აქვთ ამ ყოველივესთან საქართველოს ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებს:

„მე დიდი ხნის წინაც მქონდა სურვილი მეთანამშრომლა სამართალდამცავ ორგანოებთან ან სახელმწიფოსთან, მაგრამ ამის საშუალება არ მქონდა, იმ დროს იყო ტერორი, იყო განუკითხაობა, აქედან გამომდინარე არავითარ ქმედებას, ისეთს რაც დღეს განხორციელდა არავითარი აზრი არ ჰქონდა.

მე მოგახსენებთ ყველა იმ ფაქტს, რაც ჩვენ იმ ხელისუფლების პირობებში გადაგვხდა. ჩემი ქმედება განაპირობა რაღაც გარემოებებმა, ეს გარემოებები დაიწყო ორი თვის წინ, როდესაც გიორგი ღონიაშვილი დამიკავშირდა და შემომთავაზა მათთვის გამეწია დახმარება საარჩევნოდ თანხების გათეთრებაში. ტყუილია ის, რომ მე და ღონიაშვილს ნათელმირონობა გაგვაჩნია, მასთან მე საქმიანი ურთიერთობები მაკავშირებდა. კამერა არ მქონდა დამაგრებული. ამას არ აქვს არავითარი მნიშვნელობა, გამოძიება საკმარის მასალებს ფლობს, ეს დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მეთაურები არიან მიხეილ სააკაშვილი, გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი და მათთან დაკავშირებული პირები, რათა ისინი იყვნენ მხილებულნი.

ღონიაშვილმა მითხრა, რომ მათ სჭირდებოდათ უცხოეთიდან თანხების გადმოქაჩვა საქართველოში არჩევნებისთვის, რატომღაც გადაწყვიტეს რომ შეუძლიათ მომმართონ მე ამ თხოვნით, ეს ყოველივე მოდიოდა გიგი უგულავასგან. ამას მე დავთანხმდი. სწორედ იმისთვის დავთანხმდი, რომ საზოგადოებისთვის დამენახებია მათი რეალური სახე, ეს ჩემი გეგმა იყო.

გიორგი ღონიაშვილმა ამიხსნა შემდეგი თანმიმდევრობით, უგულავა უკავშრდებოდა კეზერაშვილს, ერთერთი ევროპული კომპანიის მეშვეობით ევროპული ბანკიდან ჩემს ასევე ევროპული კომპანიის ანგარიშზე გადმორიცხავდნენ თანხას ფიქტიური ხელშეკრულებით და მე ეს თანხა ქეშად უნდა გადამეცა უშუალოდ ღონიაშვილისთვის. მან განმარტა მკაფიოდ, რომ ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დასაფინანსებელი თანხები არჩევნებისთვის. ეს იყო კეზერაშვილის ფული. ისინი ჩვენ აღგვიქვამდნენ როგორც მეწველ ობიექტს. მოხდა ტრანზაქცია 760 ათასი დოლარის ოდენობით, დაიდო ფიქტიური ხელშეკრულება, კომპანია „ექსიმუსსა“ და კომპანია „ბრუქ ტრეიდს“ შორის, ეს დოკუმენტაცია გამოძიების ხელშია, ამის შემდგომ ისინი რიცხავდნენ ჩემი კომპანიის ანგარიშზე, ვრიცხავდი ქართული კომპანიის ანგარიშზე, გამომქონდა თანხები ანგარიშიდან და გადავცემდი ღონიაშვილს, მათ უნდოდათ მილიონ-ნახევრის გაცოცხლება, საგამოძიებო მოქმედებებიდან გამომდინარე შეწყდა ეს ტრანზაქციები და ღონიაშვილი დააკავეს.

მე ვისარგებლე „ნაციონალური მოძრაობის“ უსუსურობით, ისინი თავიანთი ქმედბებით ადასტურებენ იმას თუ ვინ არიან, რას აკეთებდნენ ათი წლის განმავლობაში და რას აპირებენ საერთოდ საქართველოში.

გიგი უგულავასთან მაქვს საქმიანი ურთიერთობა, ვარ ნამყოფი თურქეთში მასთან ერთად, გუდაურში ერთერთ სასტუმროსთან დაკავშირებით მქონდა ურთიერთობა, შემდეგ ამ ფინანსებთან დაკავშირებით მქონდა მასთან შეხება. ეს ტრანზაქცია არ არის, ეს არის უკანონო გზებით მოპოვებული თანხების გაცოცხლებაა.

სასამართლოს მასალებში შესაძლოა კეზერაშვილი იმიტომ არ ფიგურირებს, რომ გამოძიებას საკმარისი მტკიცებულებები შესაძლოა ჯერჯერობით არ გააჩნია. თუმცა კეზერაშვილის უშუალო ჩართულობაზე ღონიაშვილი ყვებოდა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტები დადასტურდება. მოსამართლეს ძალიან მყარი მტკიცებულებები ექნება მაგიდაზე“, - განაცხადა კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42