ნატო-ს ექსპერტები - ალიანსმა საქართველოს მისწრაფებას MAP-ის მინიჭებით უნდა უპასუხოს
პოლიტიკა - 20:51, 10 Jun, 2014     1706

ნატოს ექსპერტები აცხადებენ, რომ ალიანსმა საქართველოს მისწრაფებას MAP-ის მინიჭებით უნდა უპასუხოს.

ექსპერტებმა ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენისადმი უელსის სამიტამდე გაგზავნილ რეკომენდაციაში განაცხადეს.

„ნატოს უელსის სამიტზე ალიანსმა მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს, რომ ალიანსის კარი ღიაა ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან აიღონ ვალდებულება და აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს, განსაკუთრებით მაკედონია და მონტენეგრო. ნატომ საქართველოს მისწრაფებას ალიანსის წევრობისკენ უნდა უპასუხოს წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებით -MAP-ით“, - ნათქვამია მიმართვაში.

„მოამბის“ ცნობით, ქვეთავში „ახალი მიდგომები რეგიონალურ პარტნიორებთან და მზადება მომავალი გაფართოებისთვის“ აღნიშნულია, რომ „ალიანსმა უნდა იპოვოს ახალი გზები უკრაინასთან თანამშრომლობისთვის“.

„ნატო უნდა მოემზადოს მომავალი გაფართოებისთვის იმის გამო, რომ ნატოს მომავალი პარტნიორები ისჯებიან ინტეგრაციის მცდელობისა და სურვილის გამო. ალიანსმა უნდა იპოვოს მექანიზმები და ინსტრუმენტები, რომლებიც დაეხმარება პარტნიორებს, როგორიცაა საქართველო, რომ გახდეს ნატო-ს წევრი. ამიტომ უნდა დაპატიჟონ ევროპული სახელმწიფოები, რომლებმაც არაერთხელ მოახდინეს დემონსტრირება იმისა, რომ არიან ნატოს პარტნიორები და ალიანსმა ისინი აუცილებლად უნდა მიიწვიონ“, - აცხადებენ ნატოს ექსპერტები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42