ფონდის გამგეობის თანათავმჯდომარეები პარლამენტარი გოგი ქავთარაძე და პროფესორი ოთარ ბენიძე იქნებიან, დირექტორი კი ირაკლი თადუმაძე იქნება.
როგორც ,,ნიუპოსტს" აფხაზეთის ა/რ მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ფონდის საქმიანობის მთავარი მიზანია აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური პირობების გაუმჯობესება, დევნილი მოზარდების ქვეყნის ფარგლებს გარეთ განათლების მიღებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, კულტურისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე, განსაკუთრებული ნიჭის მქონე დევნილი პირების შემოქმედების წარმოჩენის ხელშეწყობა. თავისი მიზნებიდან გამომდინარე, ფონდი იმოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ფონდის მიზნებზე ვრცლად ისაუბრა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ. მისი თქმით, ყოველთვიურად, ნებაყოფლობით, ფონდში გადაირიცხება აფხაზეთის მინისტრებისა და მათი მოადგილეების ხელფასების 10-15%.
მასალის გამოყენების პირობები






