რატომ გაუგრძელდა „RMG Gold”-ს ლიცენზია - გარემოს დაცვის სამინისტრო განმარტებას აკეთებს
პოლიტიკა - 18:31, 10 Jun, 2014     1666
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო შპს „RMG Gold”-ისათვის წიაღით სარგებლობის ლიცენზიის გაგრძელების შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც ,,ნიუპოსტს“ სამინისტროდან აცნობეს, „შპს „RMG Gold”-ისათვის წიაღით სარგებლობის ლიცენზიის გაგრძელების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ „შპს „RMG Gold”-ზე გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ 2014 წლის 4 აპრილის განკარგულების მიღება განპირობებული იყო მთელი რიგი პროცესებით, რომლებმაც, 2013-2014 წლებში შეაფერხა კომპანიის, როგორც სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრულ გეოლოგიურ მინაკუთვნზე წიაღით სარგებლობის პროცესი:

• კომპანიის მიერ მიწის გამოყენების სამუშაოთა წარმოება თანხმდებოდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან, რაც კანონმდებლობით დადგენილ პროცედურებთანაა დაკავშირებული;

• მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი, რომელიც ეხებოდა საყდრისის მაღაროს კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის განსაზღვრას;

• საქართველოს მთავრობის კანცელარიაში მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ კომპანიისათვის მიწის სამუშაოთა განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულ პროცესებს, საერთო ჯამში, დაახლოებით 8 თვეზე მეტი დასჭირდა.

ამ გარემოებების გათვალისწინებით და იმის საფუძველზე, რომ მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ კი, ”სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილება (მე-61 მუხლის მე-3 პუნქტი) ადგენს ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების საფუძველს, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ იქნა „შპს „RMG Gold”-ზე გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულება, რომლის თანახმადაც, ლიცენზიის მოქმედების ვადა, გაგრძელდა ადეკვატური ვადით, ანუ 2015 წლის 1 იანვრამდე.

„შპს „RMG Gold”-ზე გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულება, შემდგომ გახდა საფუძველი იმისათვის, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს შეეტანა შესაბამისი ცვლილებები კომპანიის ლიცენზიაში, რაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქმიანობის განმახორციელებლის მიერ დამატებით, არანაირი საფასურის გადახდას არ ითვალისწინებს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42