პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭაიაბერაშვილი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები "ქართული ოცნების" აქტივისტებისთვის არის მწვანე შუქი, ჩაიდინონ ის, რასაც სჩადიან“.
ჭიაბერაშვილის განცხადებით, ქვეყანაში წინასაარჩევნოდ არსებულ მძიმე ფონზე საუბრობდნენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები.
მისივე ტქმით, ისინი მიუთითებენ, რომ ადგილზე მომხდარ ფიზიკურ ძალადობას ხელს უწყობს და ახალისებს "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ პრემიერ ღარიბაშვილის აგრესიული განცხადებები.
"პრაქტიკულად მისი განცხადებები ეს არის მწვანე შუქი "ქართული ოცნების" აქტივისტების მიმართ, რომ ჩაიდინონ ის, რასაც სჩადიან. ამას თან ერთვის შს და უშიშროების სამსახურის წარმომადგენლების ზეწოლა კანდიდატებზე, რათა მათ კამპანია არ აწარმოონ ან უარეს შემთხვევაში, მოხსნან საკუთარი კანდიდატურა", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






