ომბუდსმენი ტყიბულში მომხდარ ფაქტს ეხმაურება
პოლიტიკა - 15:56, 10 Jun, 2014     1226

სახალხო დამცველი მთავრობას მოუწოდებს უმოკლეს დროში დაიწყოს კონკრეტული ქმედითი ღონისძებების გატარება ტყიბულის მაღაროში შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. უჩა ნანუაშვილი ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს, დროულად მოხდეს გუშინ ტყიბულის მაღაროში დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.

„2014 წლის 10 ივნისს მედიასაშუალებების მიერ გავრცელდა ინფორმაცია 9 ივნისს ტყიბულში მინდელის სახელობის შახტაში საწარმოო პროცესის დროს 6 მეშახტის დაშავების შესახებ.

სამწუხაროდ, უკანასკნელ პერიოდში სამუშაო ადგილზე დაშავებისა და გარდაცვალების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, რის შესახებაც სახალხო დამცველმა არაერთხელ გაამახვილა ყურადღება. თუმცა, დღემდე შრომის უსაფრთხოების მოწესრიგების კუთხით ეფექტიანი ღონისძიებები არ განხორციელებულა.

ტყიბულის მაღაროში მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული პრობლემების სიმწვავეს. კერძოდ, მოქმედ კანონმდებლობაში არ არსებობს რეგულაცია, რომლითაც განხორციელდება შრომის უსაფრთხოებისა და შრომის პირობების მონიტორინგი სამუშაო ადგილებზე. საკითხის სიმწვავეზე ბოლო წლებში სამუშაო ადგილებზე ფატალური შემთხვევებისა და დაშავებულთა რიცხვის მკვეთრი ზრდა მიუთითებს.

სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი შემთხვევის გამო და მოუწოდებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მინდელის სახელობის შახტის ადმინისტრაციას, მიმართონ ყველა ღონეს დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.

ამასთან, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მთავრობას, უმოკლეს დროში დაიწყოს კონკრეტული ქმედითი ღონისძებების გატარება სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42