სესიაშვილი: "პოლიტპატიმრების სიის შედგენის დროს შესაძლოა, პარლამენტმა შეცდომები დაუშვა”
პოლიტიკა - 14:21, 10 Jun, 2014     2272

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ პოლიტპატიმრების სიის შედგენის დროს შესაძლოა, პარლამენტმა შეცდომები დაუშვა. მისივე თქმით, აღნიშნული შესაძლოა იმან გამოიწვია, რომ ამ პროცესის დაჩქარება იმ პერიოდში აუცილებელი იყო.

"როდესაც პოლიტპატიმრების საკითხს ვიხილავდით, რთული სიტუაცია იყო. მაშინ ჩვენ შევცვალეთ ხელისუფლება და ეს იმ ფონზე, როცა ციხეში არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. რთულია, იჯდე პარლამენტში, ყველა საქმეს დეტალურად იხილავდე და მთელი რიგი პატიმრები უკანონოდ იყვნენ დაკავებულები და ამას უყურებდნენ. მოგვიწია ამ პროცესის დაჩაქრება. დავეყრდენით საერთაშორისო ანგარიშებს, არასამთავრობო ორაგნიზაციების ინფორმაციას. შეიძლება, შეცდომა დავუშვით, მაგრამ როდესაც ხდება ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ვფიქრობთ, რომ უფრო მეტი სიკეთე გავაკეთეთ",- განაცხადა სესიაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ უსაფრთხეოების სისტემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სფერო დღეს ზალიან ძლიერია.

"ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს უსაფრთხოების საკითხთან და შემიძლია, გითხრათ, რომ უსაფრთხოების სიტემის ეფექტურობის ხარისხმა იმატა. ყველგან, სადაც შეიძლება, იყოს საფრთხე, ტარდება პრევენციული ტიპის ღონისძიებები. საფრთხეები ყოველთვის არსებობს, მაგრამ ამის მინიმალიზირებას სახელმწიფო ახერხებს“,- აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

თავდაცვის მინისტრია ირაკლი ალასანიას განცხადებით - “დღეს არსებული სიტუაცია, როდესაც პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები ნატო-სა და ევროკავშირის წინააღმდეგ გამოდიან, მაღალი კონტრდაზვერვითი საფრთხის შემცველია და ამნისტიის დროს პარლამენტს ამაზე მეტი დრო უნდა დაეხარჯა”.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42