თეა წულუკიანი აკმამედ იმამკულიევის კანდიდატურის აღდგენას მიესალმება
პოლიტიკა - 14:23, 10 Jun, 2014     1261

უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე მიესალმება სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც გაუქმდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება და ახმედ იმამყულიევს, როგორც ყველა კანდიდატს, არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეეძლება. ამის შესახებ კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„2014 წლის 6 ივნისის სხდომაზე, უწყებათაშორისმა კომისიამ მთელი სიმკაცრით დაგმო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელი პირების მხრიდან მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია იმის გამო, რომ მოცემულმა პარტიამ მიუღებლად მიიჩნია ახმედ იმამყულიევის გამგებლობის კანდიდატობიდან მოხსნის გადაწყვეტილება. უწყებათაშორისმა კომისიამ აგრეთვე დაგმო „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პოლიტიკურ პროცესში ჩართულ მოქალაქეთა ეთნიკურ კუთვნილებაზე მუდმივი აპელირება, მათ შორის მარნეულის შემთხვევაში.

ამასთან, კომისიამ და მისმა თავმჯდომარემ ხაზი გაუსვეს იმას, რომ იმამყულიევის კანდიდატურის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილების შესაცვლელად არა ფიზიკური ძალა ან ვერბალური აგრესია, არამედ გასაჩივრების კანონიერი გზები უნდა ყოფილიყო გამოყენებული, რათა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის სწორი გადაწყვეტილება დამდგარიყო.

უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე მიესალმება დღეს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც გაუქმდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება და ახმედ იმამყულიევს, როგორც ყველა კანდიდატს, პოლიტიკურ შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეეძლება.

უწყებათაშორისი კომისია კიდევ ერთხელ შეახსნებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ მიუღებელია და ქვეყნისათვის საზიანოა ყოველგვარი ძალადობა, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციაზე, და რომ წინასაარჩევნო კამპანიისას ყველა კანდიდატს უნდა მიეცეს თანაბარი შესაძლებლობა საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად. საბოლოო და თავისუფლ არჩევანს გააკეთებს ამომრჩეველი არჩევნების დღეს“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42