ახალი ზონდერების ჩანასახი საქართველში - გიორგი გაბედავა ჟურნალისტების წინააღმდეგ
პოლიტიკა - 13:23, 10 Jun, 2014     3563
„მე რეპორტიორის“ ჟურნალისტი, ამალია ამბარცუმიანი რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისში მიმდინარე “იმედის” ფესტივალს აშუქებდა . აღნიშნული ფესტივალი 3 დღის განმავლობაში საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. აქციას გიორგი გაბედავა თანამოაზრეებთან ერთად მართავდა. 7 ივნისს „იმედის“ ფესტივალზე ამალია ამბარცუმიანს გიორგი გაბედავამ და მასთან ერთად თანმხლებმა პირებმა შეურაცხყოფა მიაყენეს. ჩვენ, ვთხოვეთ ამალიას თავად დაეწერა მომხდარის შესახებ.

„ 7 ივნისს, როდესაც ადგილობრივი პროტესტანტული ეკლესიის ტერიტორიაზე გადაღებას მოვრჩი, გამოვედი გარეთ, სადაც გიორგი გაბედავა მართავდა აქციას, რომელიც უნდა გადამეღო. აქცია უკვე დასასრულს უახლოვდებოდა. მე დავიწყე ფოტოების გადაღება. ამ დროს გაბედავამ შემომხედა და მის თანამოაზრეს, რომელიც პლაკატს კეცავდა და მისგან რამდენიმე მეტრის დაშორებით იდგა ხმამაღლა გასძახა “აუ, ბიჭო ამას ყველაფერი გახვრეტილი აქვს” , მიანიშნა რა ჩემს ფიზიკურ მხარეზე, კონკრეტულად კი პირსინგზე. მისმა, თანამოაზრემ, რომელიც როგორც უკვე დავწერე მოშორებით იდგა, ასევე ხმამაღლა და ყველა იქ მყოფის გასაგონად უპაუსხა გაბედავას – “ბიჭო ეს უკნიდანაც გახვრეტილი იქნება”. რასაც მოყვა გიორგი გაბედავას მხრიდან ხმამაღალი დაცინვა.

მე, თავი ვეღარ შევიკავე და გაბრაზებულმა მათ ვკითხე – როგორ ფიქრობდნენ, იყო თუ არა ეს ის ქრისტიანული საქციელი, რაზეც თავად თავს დებდნენ. პასუხად კი გიორგი გაბედავამ მომიგო “დიახ, შე სექტანტო, შედი შიგნით და ოლეგი ძია გადაიღე” . ბატონი ოლეგი დიდუბეში პროტესტანტული ეკლესიის პასტორია.

ამის შემდეგ, მე მათ თავხედები და უზრდელები ვუწოდე, რაზეც გიორგი გაბედავამ და მისმა თანამოაზრეებმა პროვოკატორი მიწოდეს და თან დააყოლეს – “ისე ეს უკნიდან შესამოწმებელი იქნება”. ამ ყოველივეს ხედავდნენ პატრულის თანამშრომლებიც. ერთ-ერთი მათგანი მომიახლოვდა და მითხრა “შვილო, ამას თავი დაანებე კაი კაცი რომ ყოფილიყო, ციხეში კი არ იჯდებოდა”. ამ დროს ჩემთან მოვიდა „იმედის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი და მთხოვა, რომ დავმშვიდებულიყავი და შევსულიყავი ეკლესიის ტერიტორიაზე. “ , – წერს ამალია ამბარცუმიანი.

“მე რეპორტიორი” თხოვნით მიმართავს შესაბამის უწყებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს, რომ აღნიშნულ ფაქტზე კანონის ფარგლებში მოახდინონ რეაგირება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42