ნანუაშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ქმედებას ეხმიანება
პოლიტიკა - 12:54, 10 Jun, 2014     730

სახალხო დამცველი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მედეა ვასაძის ქმედებას ეხმიანება. ომბუდსმენის აპარატის ცნობით, 9 ივნისს ტელეკომპანია TV25-მა გაავრცელა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს მედეა ვასაძესა და ჟურნალისტ ჯაბა ანანიძეს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელშიც დეპუტატი ჟურნალისტის პირად ცხოვრებას ეხება და ემუქრება.

მათივე ინფორმაციით, გუშინვე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტმა ჯაბა ანანიძემ შესაბამისი განცხადებით საქართველოს სახალხო დამცველსაც მიმართა.

ჟურნალისტის ინფორმაციით, TV 25-ის ეთერში გავიდა ჯაბა ანანიძის მიერ მომზადებული საგამოძიებო ფილმი - "უმაღლესი კომფორტით". ფილმი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების საბიუჯეტო ხარჯებსა და მათი საქმიანობის ეფექტიანობას ეხებოდა. აღნიშნული სატელეფონო საუბარიც ამის შემდეგ შედგა.

"ჟურნალისტის, ისევე როგორც ნებისმიერი ინდივიდის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია და დაუშვებელია ნებისმიერი ფორმით მისი ხელყოფა. საქართველოს სახალხო დამცველი გმობს მომხდარ ფაქტს და მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედებები ნებისმიერი თანამდებობის პირის მხრიდან შეიცავს მედიის თავისუფლებაში უხეში ჩარევის ნიშნებს, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ სახელმწიფოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს. ამასთან, მსგავსი გამონათქვამები არღვევს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს აჭარის უმაღლეს საბჭოს, შეისწავლონ მედეა ვასაძის ქმედების კანონიერება და მისცენ შესაბამისი შეფასება. თავის მხრივ, დეტალურ დასკვნას სახალხო დამცველი უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42