ფანჯიკიძე სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა
პოლიტიკა - 12:45, 10 Jun, 2014     1148
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე 10-12 ივნისს სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა.

საგარეო უწყების განცხადებით, ვიზიტი ხორციელდება 11-13 ივნისს, ლონდონში დაგეგმილ "კონფლიქტების დროს ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ სამიტთან" დაკავშირებით, რომელსაც დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანი, უილიამ ჰეიგი და ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის საგანგებო წარმომადგენელი, ანჯელინა ჯოლი მასპინძლობენ.

აღნიშნულ ღონისძიებაზე მაია ფანჯიკიძე, პირადად, გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივნის, უილიამ ჰეიგის მიერ არის მიწვეული. დაგეგმილია მინისტრის მონაწილეობა 12 ივნისს სამიტის პლენარულ სესიაში.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება გაერთიანებული სამეფოს ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, დევიდ ლიდინგტონს, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარეს, მარკ რეკლესს და ამავე ჯგუფის წევრ პარლამენტარებს.

მაია ფანჯიკიძე ბრიტანულ მხარესთან შეხვედრებისას ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხებს განიხილავს, ყურადღება დაეთმობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერისა და შემდგომი ეფექტური იმპლემენტაციის მნიშვნელობას, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს ნატო-ს უელსის სამიტის კონტექსტში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და უკრაინის კრიზისს.

მინისტრი მონაწილეობას მიიღებს Chatham House-ში - საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტში დაგეგმილ ღონისძიებაში, სადაც წარდგება მოხსენებით, თემაზე - "Georgia: European Ambitions and Regional Challenges".
ვიზიტის ფარგლებში ასევე შედგება შეხვედრა კომპანია "ბრითიშ პეტროლეუმის" აღმასრულებელი საბჭოს წარმომადგენლებთან.

მაია ფანჯიკიძე 10 ივნისს, ლონდონში საქართველოს საელჩოს მიღებას დაესწრება, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, რომელზეც მისასალმებელი სიტყვით გამოვა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42