სახალხო დამცველი საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ითხოვს. ომბუდსმენის აპარატის ცნობით, საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს, შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული უფლების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით.
შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარმა სამმართველომ უარი განუცხადა საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორს გელა მთივლიშვილს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე.
"საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. შესაბამისად, საქართველოს შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა, უგულებელყო საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გარანტირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება, რამაც გამოიწვია მოქალაქე გელა მთივლიშვილის კანონისმიერი უფლებების ხელყოფა", - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






