„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური „ფეისბუქზე“ შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩანიშნულ საგანგებო ბრიფინგს ეხმაურება. წიკლაურის ინფორმაციით, ბრიფინგზე საუბარი შეეხება დავით ცინდელიანის საქმეს.
„12 საათზე შსს გეგმავს საგანგებო ბრიფინგს. როგორც ვიცი, ბრიფინგი შეეხება ცინდელიანის საქმეს და მისი დაკავშირება კვლავ თენგიზ გუნავასთან სურთ.
ნარკოტიკების და იარაღის ჩადებიდან დაწყებული და ადამიანთა მკვლელობების ბრალდებებით დამთავრებული, ყველ საშუალება სცადეს თენგოს წინააღმდეგ.
ვერც ადრე და ვერც ახლა მიზანს ვერ მიაღწევენ. ხალხმა კარგად იცის, რომ ეს უსინდისო მოქმედება უკავშირდება არჩევნებში დამარცხების პანიკურ შიშს. ზუგდიდში ვიმარჯვებთ!
არ დავუთმოთ ჩვენი გამარჯვება ჰაკიმს. ძალა ერთობაშია!“, - წერს წიკლაური.
საგარგებო ბრიფინგი შსს-ში 12 საათზეა ჩანიშნული.
მასალის გამოყენების პირობები






