„შესაბამისი სამსახურები პირველ ეტაპზე შეისწავლიან იმ კაზინოებს, რომელთა ბრუნვაც 2014 წლის აპრილში შემცირებული იყო“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
ნოდარ ხადურის განცხადებით, იანვარ-აპრილში კომუნალურ და პერსონალური მომსახურების გაწევის სექტორში, მათ შორის სათამაშო ბიზნესში 13%-იანი კლება დაფიქსირდა, ხოლო საფინანსო საქმიანობის სექტორში - დაახლოებით 1.5%-იანი კლება.
“რაც შეეხება თვითონ აპრილს, მინუს 41% კლება იყო კომუნალურ მომსახურებასა და სათამაშო ბიზნესში. ამ კლებაში ძალიან დიდია “თბილსერვისის” ხვედრითი წილი. წინა პერიოდში მისი ანაზღაურების წესი განსხვავებული იყო და ელექტროენერგიის მოხმარებაზე იყო მიბმული. ახლა ტარიფი ფიქსირებულია და შესაბამისად შემოსავლები დაკლებულია. თავს შევიკავებ კონკრეტული კაზინოების ჩამოთვლისგან, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სამსახურები შეისწავლიან, თუ რატომ არის შემცირებული ამ კაზინოებში ბრუნვა. იმის გამო, რომ ხალხი არ დადის, თუ იმის გამო, რომ სხვა რამესთან გვაქვს საქმე. ეს შეიძლება ერთგვარი გაფრთხილებაც კი იყოს იმ საწარმოებისთვის, რომლებსაც აპრილში ბრუნვა შემცირებული აქვთ”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მასალის გამოყენების პირობები






