„პრაიმტაიმის“ წყაროს ცნობით, უკრაინაში პოროშენკოს ინაუგურაციის დროს, კიევში შედგა საიდუმლო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დავით ბაქრაძემ, სააკაშვილის და ბოკერიას დაქირავებულმა ლობისტმა რაფაელ გლუკსმანმა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა მარგველაშვილის ადმინისტრაციის თანამშრომელი ვანო მაჭავარიანი.
ამ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ უნდა მოხდეს მარგველაშვილის გადაქაჩვა, „ნაცების“ თამაშში ჩართვა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოყენება. მარგველაშვილმა თანხმობა განაცხადა, ვანო მაჭავარიანმა სააკაშვილს მარგველაშვილის თანხმობა გადასცა. გადაწყდა, რომ ამერიკელი ლობისტების, რაფაელ გლუკსმანის ხელშეწყობითა და ვიქტორია ნურლანდის დახმარებით შედგებოდა ბაიდენთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. შეხვედრის მიზანი მარგველაშვილის ამბიციების გაღრმავება, „გაგიჟება“ და ნაცების მხარეს „გადაქაჩვა“ იყო.
როგორც შემდგომში ვნახეთ, შედგა ხუთწუთიანი შეხვედრა ფეხზე დგომით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამერიკის ადმინისტრაცია მარგველაშვილის პიროვნებას არასერიოზულად უყურებს, ვინაიდან ამერიკის მხარემ კარგად იცის, რომ რეალური ხელისუფლება საქართველოში პრემიერს აქვს და ის წყვეტს ყველა საკითხს. ანუ ეს შეხვედრა ბაიდენთან იყო ფორმალური და არაფრისმომცემი, მაგრამ სააკაშვილისთვის მთავარი ამოცანა შესრულებულია.
წყაროს ცნობით, სააკაშვილს სჭირდებოდა ამ შეხვედრის დაფიქსირება, იმისთვის რომ განხორციელდეს მარგველაშვილის „გაგიჟების“ გრძელვადიანი გეგმა. "ნაციონალების" მხარეს მარგველაშვილის გადაქაჩვაში აქტიური როლი დაეკისრება ვანო მაჭავარიანს. ამავე წყაროს ინფორმაციით, სააკაშვილმა და ნაციონალების ლიდერებმა დაგეგმეს მარგველაშვილის "დავერბოვკების" ანალოგიური სცენარი, ამჯერად საფრანგეთში. საქმე ეხება შემდეგს: ფრანსუა ოლანდის საქართველოში ვიზიტის დროს ოლანდის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მარგველაშვილის ადმინისტრაციის მხრიდან გადაეცა თხოვნა, რომ მოხერხებულიყო მარგველაშვილის მიწვევა 14 ივლისს საფრანგეთში ბასტილიის აღების დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე. საფრანგეთში ამ საკითხის მოგვარებაში რაფაელ გლუკსმანი ჩაერთო. რაფაელ გლუკსმანის მეშვეობით მოვიდა ფორმალური ხასიათის მოწვევა, რომლის ფრანგულ ორიგინალურ ვერსიაში ოლანდი მიმართავს მარგველაშვილს, რომ 14 ივლისს საქართველოს მხარე პარიზში იყოს წარმოდგენილი და ფორმალურად ითხოვდნენ წარმომადგენლის გაგზავნას 14 ივლისის ღონისძიებაზე დასასწრებად. მაგრამ ამ მოწვევაში დიპლომატიურ ენაზე არ იგულისხმებოდა მარგველაშვილი, თუმცა აქ უკვე ჩაერთვნენ რაფაელ გლუკსმანი და ნაციონალები. რაფაელ გლუკსმანის მეშვეობით ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, არასწორი თარგმანით, საელჩოს დაადასტურებინა, რომ თითქოს საფრანგეთი საქართველოს პრეზიდენტს იწვევდა. საფრანგეთში მარგველაშვილის „დავერბოვკების“ სცენარი კიევის სცენარის იდენტურია და გულისხმობს მარგველაშვილის ბოლომდე მიბმას და, საბოლოო ჯამში, საქართველოს ხელისუფლებასთან დაპირისპირების რეჟიმში გადაყვანას. როგორც წყარო აცხადებს, სააკაშვილს ხელში ჩაუვარდა მარგველაშვილის მაკომპრომეტირებელი სკანდალური ვიდეომასალა, კერძოდ, მარგველაშვილის ჩეხეთში ვიზიტის ამსახველი სკანდალური სცენები. სააკაშვილი აპირებს, ყველა კომპრომატის გამოყენებით მართოს მარგველაშვილი და სათავისოდ გამოიყენოს.
,,პრაიმტაიმის“ წყაროს ცნობით, კიევში ჩასული მარგველაშვილი ფარულად შეხვდა სააკაშვილს, რაფაელ გლუკსმანსა და საფრანგეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ერიკ ფურნიეს. ეს ის ფურნიეა, რომელიც 26 მაისის შემდეგ ტელევიზიით გამოვიდა და განაცხადა, რომ სააკაშვილის ქმედებები მიტინგის დაშლის დროს აბსოლუტურად ლეგიტიმური იყო. მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილს ფურნიესთვის დიდი ფული ჰქონდა გადახდილი და მასვე ფურნიეზე ჰქონდა კუდ-ის მიერ გადაღებული ფარული მაკომპრომეტირებელი მასალები. ამ ეტაპზე სააკაშვილის გეგმა მარგველაშვილის "დავერბოვკების" თაობაზე წარმატებით ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები






