არჩევნებში მონაწილე 160-მდე დამოუკიდებელ კანდიდატს 1 000 ან 1500 ლარით დაჯარიმება ემუქრება
პოლიტიკა - 21:55, 09 Jun, 2014     1467

არჩევნებში მონაწილე 160-მდე დამოუკიდებელ კანდიდატს 1 000 ან 1500 ლარით დაჯარიმება ემუქრება. პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, საუბარია "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონის დარღვევაზე, რომლის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე სუბიექტები ვალდებულნი არიან, ფინანსური ანგარიშები 3 კვირაში ერთხელ წარმოადგინონ.

„პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2014 წლის საარჩევნო პროცესების მონიტორინგის შედეგად აქვეყნებს მიმდინარე მონაცემებს 160-მდე დამოუკიდებელი საარჩევნო სუბიექტის მიერ საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულების დარღვევების შესახებ.

1. გამოვლინდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 321 მუხლისა და 341 მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2014 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2014 წლის 23 აპრილის №76/37 ბრძანების მოთხოვნების დარღვევა, რომლის მიხედვითაც, არჩევნებში მონაწილე სუბიექტები ვალდებულნი არიან 3 კვირაში ერთხელ წარმოადგინონ ფინანსური ანგარიშები.

ზემოაღნიშნული არის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 342 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა - „სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის მის მიერ მოთხოვნილი და ამ კანონით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა“ − რაც ითვალისწინებს იურიდიული პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო ფიზიკური პირის დაჯარიმებას - 1 000 ლარით.

2. ასევე გამოვლინდა „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2014 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2014 წლის 23 აპრილის №76/37 ბრძანების მოთხოვნების დარღვევა, რომლის მიხედვით, საარჩევნო კამპანია უნდა დაფინანსდეს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ დამოუკიდებელი კანდიდატის კამპანიის დასაფინანსებლად გახსნილი საარჩევნო ფონდიდან და აღნიშნული ინფორმაცია უნდა იქნეს წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. აღნიშნული ინფორმაციის წარმოუდგენლობა იწვევს პასუხისმგებლობას „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 85-ე მუხლის შესაბამისად, რომლის მიხედვით, საინიციატივო ჯგუფის მიერ „საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის წარდგენის კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა“ ითვალისწინებს ჯარიმას 1 500 ლარის ოდენობით.

შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის მიერ 160-მდე დამოუკიდებელი კანდიდატის მიმართ მომზადდება შესაბამისი დოკუმენტაცია და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებთან ერთად გადაწყვეტილების მიღების მიზნით, გადაიგზავნება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოუწოდებს ყველა საარჩევნო სუბიექტს, დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციები და დროულად წარმოადგინონ საარჩევნო სუბიექტებისათვის გათვალისწინებული ყველა ინფორმაცია.

მონიტორინგის სამსახური კვლავ აგრძელებს მიმდინარე პროცესების მონიტორინგს და მომავალშიც ყველა საკითხზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს, რადგან სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს პოლიტიკური ფინანსების სრული გამჭვირვალობა და ხელი შეუშალოს უკანონო თანხების გამოყენებას“ - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42