"ნაციონალური მოძრაობა" სამუდამოდ უნდა მოვაცილოთ ხელისუფლებას ყველა ქალაქში, ყველა რაიონსა და ყველა სოფელში“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბათუმში მხარდამჭერებთან სიტყვით მიმართვისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ ხალხი თვითმმართველობის არჩევნებში კიდევ ერთხელ გამოუცხადებს ნდობას „ქართულ ოცნებას“.
"2008 წლის ომის შემდეგ ქვეყანამ 4,5 მილიარდი დოლარის დახმარება მიიღო, რაც საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის ცოტა არ არის. ეს ის ფულია, რომელსაც, წესით, ქვეყანა ფეხზე უნდა დაეყენებინა, თუმცა რეალობა სულ სხვაა. ყველამ ვიცით, რაშიც დაიხარჯა ეს ფული - სასახლეების მშენებლობაში და ერთი კაცის კაპრიზებში. ხალხს კი მუდმივად უმეორებდნენ, რომ ასეთი აღმშენებლობა არ ყოფილა ქვეყანაში არასოდეს და დღესაც ამას იმეორებენ და იტყუებიან და თუ ეს ასე იყო, რატომ არის ჩვენი ხალხი ასეთ მძიმე ყოფაში?! რატომ ვერ მოხერხდა ვერსად, ვიმეორებ ვერსად ელემენტარული პრობლემების მოგვარება, რაც სრულიად სამარცხვინოა 21-ე საუკუნისთვის. სწორედ ამიტომ გამოუტანა ხალხმა განაჩენი "ნაციონალურ მოძრაობას" და ჩამოაშორა ხელისუფლებას. სწორედ ამიტომ არის მოახლოებული არჩევნები მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ, თქვენთან ერთად ისინი სამუდამოდ უნდა მოვაცილოთ ხელისუფლებას ყველა ქალაქში, ყველა რაიონსა და ყველა სოფელში. დღეს ისინი ისევ ცდილობენ ხალხის მოტყუებას, მაგრამ ხალხი არ მოტყუვდება! ისე, როგორც არ მოტყუვდა საპარლამენტი არჩევნების დროს და ჩვენს პოლიტიკურ ძალას "ქართულ ოცნებას" გვანდო ქვეყანა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






