უკრაინა სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. „საპარლამენტო არჩევნების“ ლეგიტიმურობას არ აღიარებს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„უკრაინა არ აღიარებს 2014 წლის 8 ივნისს, სამხრეთ ოსეთში, საქართველო ჩატარებული ე.წ. „საპარლამენტო არჩევნების“ ლეგიტიმურობას, ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ადასტურებს, რომ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის არაღიარების თაობაზე უკრაინის პოზიცია უცვლელი რჩება.
უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების დარეგულირებას საერთაშორისო სამართლის ნორმების და პრინციპების საფუძველზე, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრული დაცვით“, - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






