ბარისახოში ხვალ ფესტივალი "ქართული სული" გაიმართება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში კონცერტი ჩატარდება, რომელშიც სხვადასხვა ფოლკლორული ჯგუფები და პოეტები მიიღებენ მონაწილეობას.
გაიმართება ადგილობრივ მკვიდრთა ფოტონამუშევრების გამოფენაც.
საპატიო სტუმრების სახით ფესტივალს სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.
ფესტივალის დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე საქართველოს პრემიერ მინისტრს "საუკუნის გზის" მშენებლობის მოთავეობისთვის და საქართველოს მთიანეთისადმი განსაკუთრებული ყურადღებისათვის "ქართული სულის" სიმბოლურ გამოსახულებას გადასცემს. ქართული სულის მედლით პირიქითა ხევსურეთთან შემაკავშირებელი გზის მშენებლობის მოთავეობისათვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი დაჯილდოვდება.
მასალის გამოყენების პირობები






