პაატა ზაქარეიშვილის უწყება 5 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის ფაქტს მიესალმება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს დასახმარებლად დამატებით 5 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების ინიციატივას მიესალმება.
როგორც მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული პაკეტის მთავარ პრიორიტეტებს შორისაა გამყოფ ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების გავლების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ობიექტური ინფორმაციისადმი წვდომის უზრუნველყოფა და ეროვნული ერთიანობის ხელშეწყობა.
"სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანათავმჯდომარეობით გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირების დროებითმა სამთავრობო კომისიამ დეტალურად შეისწავლა აღნიშნული სოფლების პრობლემები. კვლევის შედეგებით გამოკვეთილი საჭიროებების ნაწილზე რეაგირება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხერხდა, ნაწილის გადაჭრაში კი დახმარება საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვა", - აცხადებენ მინისტრის აპატარში.
მათივე თქმით, სახელმწიფო მინისტრის აპარატი კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კომისიის რეკომენდაციებს აქტიური გამოხმაურება მოჰყვა და ამჯერად, დახმარებისთვის მზადყოფნა ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ გამოთქვა. კერძოდ, ცნობილი გახდა, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს დასახმარებლად დამატებით 5 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფის თაობაზე.
"როგორც თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი მოხმარდება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გამყოფ ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების გავლების შედეგად დაზარალებულ პირებს, რეგიონში დამოუკიდებელ ინფორმაციაზე წვდომის გაზრდას, ეროვნული ერთიანობის ხელშეწყობას. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი მადლიერებით აღნიშნავს შეერთებული შტატების მხრიდან ამგვარ ინიციატივას და მიაჩნია, რომ აღნიშნული დახმარება რეგიონის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება. აშშ-ს მიერ განსაზღვრული პაკეტი მართლაც ადეკვატურია იმ საჭიროებებისა, რომლებიც რეგიონში დგას", - აღნიშნავენ პაატა ზაქარეიშვილის უწყებაში.
მათივე განცხადებით, 5 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტში შედის გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები პირების დახმარება, დაახლოებით, 40 მცირე ინფრასტრუქტურული პროექტით, რომელიც ითვალისწინებს სასმელი წყლის სისტემის, სარწყავი არხების, სადრენაჟო სისტემისა და სოფლის გზების რეაბილიტაციას და რომლითაც 4 ათასამდე ოჯახი ნახავს სარგებელს.
"ეს დახმარება ასევე ხელს შეუწყობს შემოსავლის ახალი წყაროს გაჩენას გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები დაახლოებით 2000 განსაკუთრებულად მოწყვლადი ოჯახისთვის პროფესიული გადამზადების, ფინანსებისადმი წვდომისა და მიკროსამრეწველო დახმარების ურუნველყოფის გზით, გაზრდის ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობისათვის ობიექტური ინფორმაციისადმი წვდომას. აღნიშნული დახმარება ასევე მხარს დაუჭერს ეროვნული ერთიანობის ხელშეწყობის ისეთ მცდელობებს, როგორიცაა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, განათლება და ტოლერანტობასა და მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული ახალგაზრდული საქმიანობები. აღსანიშნავია, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების დასახმარებლად შეერთებული შტატების მხრიდან ეს არ არის პირველი ინიციატივა. კერძოდ, 2014 წლის 26 თებერვალს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ აღნიშნული მიზნით 1,5 მილიონი აშშ დოლარის დახმარების გამოყოფის თაობაზე განაცხადა", - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






