ოთარ დანელია ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
პოლიტიკა - 18:46, 09 Jun, 2014     1360
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ოთარ დანელია საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩს,პლამენ ბონჩევიჩს შეხვდა.

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სფეროში ორ ქვეყანას შორის მომავალი თანამშრომლობის მიმართულებებზე და პერსპექტივებზე იმსჯელეს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ გამოცდილების გაზიარება, რომლიც ბულგარეთის რესპუბლიკამ გაიარა ევროინტეგრაციის გზაზე. არსებობს თანამშრომლობის სურვილი და რეალური რესურსი. აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის დროს შევხვდი ბულგარეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს, ვისაუბრეთ ორმხრივი პროექტების განხორციელების საკითხებზე. დაგეგმილია ბულგარეთის რესპუბლიკაში ვიზიტი, სადაც ხელი მოეწერება თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს“, - განაცახადა შეხვედრაზე ოთარ დანელიამ.

პლამენ ბონჩევიჩმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ რეგიონული პოლიტიკის ჭრილში ბულგარეთის რესპუბლიკისთვის საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობა პრიორიტეტულია.

ოთარ დანელიამ საქართველოში ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო მზად არის ითანამშრომლოს და დაეხმაროს ყველას, ვინც ახორციელებს ან გეგმავს საქართველოში სოფლის მეურნეობის მიმართულებით ინვესტიცია განახორციელოს.

ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42