„სტიქიით დაზარალებული არც ერთი ოჯახი უყურადღებოდ არ დარჩება“
პოლიტიკა - 18:28, 09 Jun, 2014     1270

„სტიქიით დაზარალებული არც ერთი ოჯახი უყურადღებოდ არ დარჩება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქედაში, სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ზარალი უკვე დათვლილია და ყველა დაზარალებული შესაბამის ანაზღაურებას მიიღებს.

პრემიერმა მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა მის მიერ ინიცირებულ სახელმწიფო პროგრამაზე „აწარმოე საქართველოში" და განაცხადა, რომ მან ბიზნესმენების დიდი დაინტერესება გამოიწვია.

„ჩვენ გვინდა, ყველა რაიონში ავამუშაოთ საწარმოები. ადგილობრივი წარმოების განვითარების გარეშე ჩვენი ეკონომიკა ფეხზე ვერ დადგება. სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" 1-ელ ივნისს დაიწყო და 6 ივნისს, მთავრობის სხდომაზე სამი პროექტი უკვე დავამტკიცეთ. ჩვენ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გვერგო, მაგრამ ვცდილობთ, ეტაპობრივად ავაღორძინოთ ეკონომიკა, ჯანდაცვა, სპორტი, კულტურა, სოფლის მეურნეობა. ძლიერი სოფელი ძლიერი საქართველოა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობასთან შეხვედრისას.

ადგილობრივებმა პრემიერთან შეხვედრისას ერთ-ერთ პრობლემად თაფლის ხარისხის შესამოწმებელი ლაბორატორიის არარსებობა დაასახელეს. როგორც გაირკვა, აღნიშნული საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება. გარდა ამისა, როგორც პრემიერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ განუმარტა, ქედაში მალე ფუნქციონირებას დაიწყებს ღვინის ქარხანა, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა და სამკერვალო ფაბრიკა, რაც მოსახლეობის დასაქმებასთან ერთად რაიონის საბაზისო პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს.

ირაკლი ღარიბაშვილი სტიქიით დაზარალებულ ადგილობრივებთან შეხვედრის შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ ქედის მოსახლეობასაც გაესაუბრა. მათ მთავრობის მეთაურს წარმატებები უსურვეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42