ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლმა სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში თომას ჰამერბერგი „ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის გამგებლობის კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნის ფაქტს ეხმაურება.
ჰამერბერგი მიიჩნევს, რომ კანდიდატის მოხსნის დროს გაუგებრობას ჰქონდა ადგილი.
„ვფიქრობ, გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. არსებობს კანონი, რომლის მიხედვით კანდიდატს ბოლო ორი წელი ქვეყანაში ცხოვრება მოეთხოვება, თუმცა საქმე ისაა თუ რა იგულისხმება ქვეყანაში ცხოვრებაში. თუ სხვა ქვეყანაში წახვალ, იქ დარეგისტრირდები, გადაიხდი გადასახადებს, ეს ნიშნავს, რომ გადახვედი სხვა ქვეყანაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა ისჯებოდეს ის ვინც ბევრს მოგზაურობს. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ გაუგებრობა მოხდა. ეს კანდიდატი კი არ გადასულა სხვა ქვეყანაში არამედ ბევრს მოგზაურობდა. თუ არ დაუშვებ კანდიდატურის შესაძლებლობას ადამიანზე, რომელიც ბევრს მოგზაურობს მაშინ რას უშვრებით მოგზაურებს, შორი მარშუტების მძღოლებს, დიპლომატებს? სხვა ქვეყნებში ცხოვრება გადასახადების გადახდით და რეგისტრაციით განისაზღვრება. ამიტომ მგონია,რომ აქ იყო გაუგებრობა, რომელიც გამოსწორდება“, - განაცხადა თომას ჰამერბერგმა „რუსთავი 2“-თან საუბარში.
მასალის გამოყენების პირობები






