"ნაცმოძრაობა" ცაგერში მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს
პოლიტიკა - 18:11, 09 Jun, 2014     1559

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს გიგა ბოკერიას და გიგი უგულავას ცაგერში მოსახლეობასთან შეხვედრისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კვერცხები ესროლეს.

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. პარტიის ინფორმაციით, აღნიშნულ ინციდენტში „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ლიდერები და საკრებულოს წევრობის კანდიდატები მონაწილეობდნენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს გიგა ბოკერიას და გიგი უგულავას მოსახლეობასთან შეხვედრისას დახვდნენ "ქართული ოცნების" წევრები და წინასაარჩევნო შეხვედრის ჩაშლა სცადეს. მათ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კვერცხები ესროლეს.

"ქართული ოცნების" მიეტ ორგანიზებულ თავდასხმაში მონაწილეობდნენ სახელისუფლებო პარტიის ადგილობრივი ლიდერები და საკრებულოს წევრობის კანდიდატები:

ლაშა კვირკველიშვილი, გოგიტა ახვლედიანი, რამაზ მირცხულავა, მირიან ხეცურიანი, თენგიზ ახვლედიანი, ნოდარ ახვლედიანი, მამუკა ჩიქოვანი.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას შეწყვიტოს აღვირახსნილი ზეწოლის კამპანია პოლიტიკურ ოპონენტებზე და ჩაებას თანაბარ პოლიტიკურ კონკურენციაში. მთავრობა,რომელსაც არ გააჩნია შესათავაზებელი საქმეები,ცდილობს ოპონენტებს ხელი შეუშალოს კამპანიაში. ამ და ძალადობის სხვა ფაქტების გამოძიბა იქნება მორიგი ტესტი მთავრობისთვის. მომხდარზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42