საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა დღევანდელ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ საქართველოს მხარდამჭერ განცხადებაზე იმსჯელეს.
როგორც ნორლანდმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საგარეო პოლიტიკურ უწყებაში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტ ობამას მხარდამჭერი ინიციატივა და საქართველოს რეგიონებში არსებული სიტუაცია განიხილეს.
"პირველ რიგში მინდა მცირე განმარტება გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, თითქოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მთხოვეს მისვლა იმ განცხადების გამო, რომელიც გუშინ საელჩოს სახელით გავაკეთე. ეს ასე არ არის. ჩემი შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში განპირობებული იყო იმ თემებით, რომელიც იყო პრეზიდენტ ობამას მიერ გაკეთებული მხარდამჭერი ინიციატივა. ასევე, საქართველოს მდგომარეობა რეგიონში მიმდინარე სიტუაციის კონტექსტში", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.
მასალის გამოყენების პირობები






