პრემიერის მადლობა მეუფე სპირიდონსა და ბიძინა ივანიშვილს
პოლიტიკა - 16:35, 09 Jun, 2014     1560

"საქართველოში ძალიან მალე ცოდნას ფასი დაედება, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა მიიღონ სათანადო განათლება და იყვნენ კონკურენტუნარიანები, მათ შორის საერთაშორისო ბაზარზე", - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხიჭაურის წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა მეუფე სპირიდონს და აღნიშნა, რომ მისი ძალისხმევის გარეშე საქართველოში ბევრი კეთილი საქმე არ გაკეთდებოდა.

"წლების განმავლობაში ვპირდებოდი მეუფეს, რომ ვესტუმრებოდი და დღეს არის ის ბედნიერი დღე, როდესაც შევძელი და გესტუმრეთ. მეუფე სპირიდონის საქმიანობა არის სამაგალითო. ის გვაძლევს მაგალითს, როგორი უნდა იყოს ღირსეული მამულიშვილი, ემსახუროს ღმერთს, სამშობლოს, ხალხს და მე თქვენგან ვიღებ მაგალითს", - მიმართა პრემიერმა მეუფე სპირიდონს.

მთავრობის მეთაურმა სტუდენტებთან შეხვედრისას განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული ეს უნივერსიტეტი, სადაც სწავლა უფასოა, ქველმოქმედების შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს.

"თქვენი უნივერსიტეტი დიდ არჩევანს სთავაზობს ახალგაზრდებს და მჯერა, რომ საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებებში, ბიზნესის, ჯანდაცვის დარგებში აქ მიღებული ცოდნა იქნება სათანადო ხარისხის, თქვენი ბაკალავრები და მაგისტრები კონკურენციას გაუწევენ წამყვანი უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს უნივერსიტეტი ჩამოყალიბდება ერთ-ერთ მსხვილ საგანმანათლებლო ცენტრად და მოამზადებს მაღალკვალიფიციურ და კონკურენტუნარიან სპეციალისტებს. მე, როგორც მთავრობის მეთაური, მაქსიმალურად ხელს შეგიწყობთ, რომ უნივერსიტეტი განვითარდეს და თქვენ, თითოეულ სტუდენტს გქონდეთ ყველა პირობა ხარისხიანი განათლების მისაღებად", - მიმართა პრემიერმა სტუდენტებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების მნიშვნელობა და იმედი გამოთქვა, რომ სტუდენტები სოლიდურ წვლილს შეიტანენ მეცნიერების განვითრებაში.

"ვიცი, რომ ამ უნივერსიტეტს წლების განმავლობაში გვერდით უდგას ფონდი "ქართუ" და ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ვიცი, ბატონ ბიძინას არ უყვარს იმ უზარმაზარი ქველმოქმედების შესახებ საუბარი, რასაც აკეთებს ქვეყნისთვის და ხალხისთვის. თუმცა არ შემეძლო არ აღმენიშნა, რომ აქ, მაღალმთიან აჭარაში, განათლების ხელშეწყობა კიდევ ერთხელ მიანიშნებს ამ ადამიანის დამოკიდებულებასა და ღვაწლზე. მინდა თითოეული ჩვენგანის სახელით, კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა მას ამისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს წარმატებები უსურვა.

საქართველოს მთავრობის მეთაურთან შეხვედრას 600-მდე სტუდენტი დაესწრო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42