პრემიერი - აჭარის დამსახურება ჩვენი ქვეყნის ერთიანობაში ძალიან დიდია
პოლიტიკა - 15:55, 09 Jun, 2014     1308

"აჭარის დამსახურება ჩვენი ქვეყნის ერთიანობაში ძალიან დიდია", - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხულოს რაიონის მოსახლეობას.

მთავრობის მეთაურთან შეხვედრას რაიონის უხუცესები ესწრებოდნენ. მათ ირაკლი ღარიბაშვილს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ ხულოს რაიონში პრემიერ-მინისტრის სტუმრობის პირველი შემთხვევაა.

პრემიერი მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო და განუმარტა, რომ მთავრობა წლების განმავლობაში დაგროვებული ელემენტარული პრობლემების მოგვარებაზე აქტიურად მუშაობს. ადგილობრივების ინფორმაციით, პრობლემას წარმოადგენს ადიგენი-ხულოს დამაკავშირებელი გზა, სოფლების გაზიფიცირება და სასმელი წყალი.

როგორც შეხვედრაზე გაირკვა, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, საშუალოვადიან პერსპექტივაში კი გაზიფიცირებისა და წყალმომარაგების პრობლემების მოგვარებაც იგეგმება.

მოსახლეობამ მთავრობის მეთურს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების და ეკომიგრანტების პრობლემის მოგვარების თხოვნითაც მიმართა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ზარალი უკვე დათვლილია და თითოეული ოჯახი შესაბამის ანაზღაურებას მიიღებს. რაც შეეხება ეკომიგრანტების პრობლემას, პრემიერის განმარტებით, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად 12 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ამასთან, შეხვედრაზე ერთ-ერთ პრობლემად ადიგენის ტყეზე ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრობისას გამოცხადებული ტენდერი დასახელდა. მოსახლეობამ მიიღო დაპირება, რომ აღნიშნული პრობლემაც წელს მოგვარდება.

ადგილობრივები მთის კანონითაც დაინტერესდნენ. პრემიერის ინფორმაციით, კანონი მთიანი რეგიონების შესახებ ოქტომბერში იქნება მიღებული.

„ბევრი რეგიონი მოვიარე და ყველგან არის პრობლემები, რომლებიც წლების განმავლობაში გროვდებოდა. ხელისუფლების წარმომადგენლებს ხანდახან ჰგონიათ, რომ რასაც აკეთებენ, იმისთვის მადლობა უნდა მიიღონ. ეს ასე არ არის. მათ არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ხალხის მიერ არჩეული არიან და ხალხს უნდა ემსახურონ. აჭარის დამსახურება ჩვენი ქვეყნის ერთიანობაში ძალიან დიდია. ქრისტიანი და მუსულმანი ქართველების ერთობა წარმოადგენდა ყოველთვის ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს. ვერანაირი ძალა ჩვენს ერთობას ვერ მოერევა, რადგან ჩვენ ქვეყნის სიყვარული გვაერთიანებს. ვიცი, რომ ბევრი საბაზისო პრობლემაა და მათ ეტაპობრივად მოგიგვარებთ“, - მიმართა პრემიერმა ადგილობრივებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42