პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს გარკვეული ეჭვები აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტკიური მნიშვნელობის ხაზგასმა გარკვეულწილად მოსკოვის ინტერესებში შედის.
„გამომდინარე იქიდან, რომ ამას პრქატიკული დანიშნულება, ანუ პრაქტიკული შედეგი არაფერი არ მოყვება, არ შეიძლება რომ რუსეთის სპეცსამსახურიებს არ ესმოსდეთ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ გაზრდის ანტირუსულ წრეებში მიხეილ სააკაშვილის ავტოირტეტს. მეტი, არაფერი არ მოხდება, შესაბამისად მიძლიერდება ის ეჭვი, რომ ძალიან კარგად არიან შეთამაშებულები საერთოდ რუსეთის სპეცსამსახურები და მიხეილ სააკაშვილი",- განაცხადა გია ხუხაშვილმა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადოს. ამის შესახებ ინფორმაციას "იტარ-ტასი" ავრცელებს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის ვლადიმერ მარკინის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს საქართველოს ყოფილ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ე.წ.სამხრეთ ოსეთში 2008 წლის მოვლენებზე.
მასალის გამოყენების პირობები






