საქართველოს ექს-პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ანდრო ბარნოვი რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვით რუსეთმა შესაძლოა მიხეილ სააკაშვილზე და დავით კეზერაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადოს.
ბანოვის თქმით, ვლადიმერ მარკინის მიერ გავრცელებული ინფორმაცია „სასაცილოა“.
„რუსული ოკუპაციის შემდეგ, მთელმა მსოფლიომ გაიგო თუ რას აკეთებს რუსეთი და არსად აღარ ისმის კითხვა თუ რა მოხდა 2008 წელს საქართველოში. როდესაც ამ ფონზე დაიწყებენ სისულელეების როშვას თავისთავად არაფერი გამოუვათ. მათი მხრიდან ეს განცხადება ძალიან სასაცილოა“, - განაცხადა ანდრო ბარნოვმა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადოს. ამის შესახებ ინფორმაციას "იტარ-ტასი" ავრცელებს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის ვლადიმერ მარკინის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს საქართველოს ყოფილ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ე.წ.სამხრეთ ოსეთში 2008 წლის მოვლენებზე.
მასალის გამოყენების პირობები






