,,დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ თავმჯდომარე მუხრან ბურჭულაძე აცხაებს, რომ მთავრობა დარდობს და აქვს წილისყრა რომ დათანხმდეს კიევი და მიიწვიოს წარმომადგენლები, „ვინ იქნება ის უიღბლო „ქოცი“ ვისაც გამოცდილების გაზიარება შეეტენება“:
„დარდობთ ახლა მთავრობა და გაქვთ წილისყრა, მართლაც რომ დაგთანხმდეთ კიევი და მოგიწვიოთ, ვინ იქნება ის უიღბლო „ქოცი“ ვისაც გამოცდილების გაზიარება შეეტენება.
რეფორმირების თქვენებური კონცეფცია ასე უნდა გამოიყურებოდეს;
უკრაინაში ოპოზიცია ქრება, იწყება დასაქმებული ხალხის (სისხლში რომ აქვთ ალბათ ხელები გასვრილი) მასობრივი გათავისუფლება სამსახურებიდან, ინვესტორებს ვიზებს აღარ უგრძელებენ - განსაკუთრებით „ინდოელებს, ჩინელებს, არაბებს, ირანელებს“, მარეგისტრირებელი ორგანოები ლამფის შუქზე გადადიან და იწყება გაკულაკების პროცესი. მიუხედავად კონფლიქტისა საფრთხეები უკრაინას აღარ აწუხებს, ნუ ინფრასტრუქტურა ცხადია პრიორიტეტული არაა და აღარც ფასადური მშენებლობები გაგრძელდება. სამთავრობო დელეგაციების სუფრებს ქართული ციკანი დაამშვენებს, ბიზნესი ფაქტობრივად გათავისუფლდება – ლიკვიდაციის მოთხოვნით მრავალი მიმართავს, ინფორმაცია ღია და ხელმისაწვდომი გახდება –არავის დასჭირდება უსარგებლო მონაცემები, ადმინისტრაციული წარმოება გამარტივდება - გასაჩივრების სურვილიც გაქრება - ყველა გადაწყვეტილება ხომ ისედაც მოქალაქეთა სასიკეთოდ მიიღება. დანაშაულს რაც შეეხება ეს სიტყვა მათ ღიმილს მოგვრის, კრიმინალურ ავტორიტეტებად წოდებული „ნაწამები პოლიტიკოსები“ შესაფერის პოზიციასაც მიიღებენ და გამგებლებადაც არანაკლებ კაი ბიჭებს შეურჩევთ. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ახალმიღებულ კანონს მყისიერად აუქმებს“ რადა, და ყირიმს „დროებით სარგებლობაში“ - იჯარით გადაცემული ტერიტორია ეწოდება „პუტინს ბრძენი“ რუსეთს – მოიჯარე „ეკონომიკური პარტნიორი“,- ამით ქვეყანას „უსაფრთხოების გარანტიებს“ შეუქმნით და „სამხედრო ტექნიკაც აღარავის დასჭირდება“.
ერთს კი გირჩევთ, „საბურავები“ გადამალეთ და „პრეზერვატივის კანონს“ ნუ თარგმნით რაღაც მათაც დაუტოვეთ გასაკეთებელი.
არ დაკომპლექსდეთ, კიევში ტაქსისტმაც კი იცის ვინაა „ქოცი““, - აცხადებს მუხრან ბურჭულაძე.
მასალის გამოყენების პირობები






