ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ნატო სამხრეთ ოსეთის რეგიონში ე.წ. არჩევნების გამართვას არ აღიარებს.
როგორც რასმუსენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული არჩევნები ხელს არ უწყობს საქართველოში შექმნილი ვითარების მშვიდობიან დარეგულირებას.
"ეს არჩევნები ხელს არ უწყობს საქართველოში შექმნილი ვითარების მშვიდობიან დარეგულირებას. ნატო-ს მოკავშირეები არ აღიარებენ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას", - აღნიშნავს ნატო-ს გენერალური მდივანი.
რასმუსენის თქმით, 4 ივნისს გამართულ სხდომაზე ნატო-ს თავდაცვის მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები გუშინ გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები






