საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანია აშშ-ს საელჩოს საელჩოს განცხადებას ეხმაურება.
ზალკალიანის თქმით, უწყებათაშორისი კომისია ამერიკის საელჩოს განცხადებაზე რეაგირებას მოახდენს.
„მათი პრეროგატივაა, რომ ყველა დეტალი იყოს შესწავლილი და მოხდეს შესაბამისი რეაგირება. საგარო საქმეთა სამინისტრო წარმომადგენელია ამ კომისიაში. ვფიქრობ, რომ კომისია ძალიან წარმატებულად მუშაობს. მათი საქმიანობა ძალიან გამჭვირვალეა, ისინი ჩადიან რეგიონებში და ყველა შემთხვევაზე ხდება მყისიერი რეაგირება და დარწმუნებული ვარ, რომ კომისია ამერიკის საელჩოს ამ განცხადებაზეც მოახდენს რეაგირებას“, - განაცხადა ზალკალიანმა.
აშშ-ის საელჩომ არჩევნებიდან ჩამოშორების მიზნით მთავრობის მიერ კანდიდატებზე განხორციელებული სავარაუდო ზეწოლისა და საარჩევნო კომისიების თანამშრომლებზე აგრესიის შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელა. საელჩო საქართველოს მთავრობას კანდიდატებზე და კომისიის წევრებზე სავარაუდო ზეწოლის გამოძიებისკენ მოუწოდებს.
მასალის გამოყენების პირობები






