პრემიერის ხელმძღვანელობით ფეხბურთის განვითარების ხელმშემწყობი სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა
პოლიტიკა - 11:42, 09 Jun, 2014     1164

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს ფეხბურთის განვითარების ხელმშემწყობი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც საქართველოში ფეხბურთის აღორძნებისთვის დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს.

სამთავრობო კომისია მიზნად ისახავს ფეხბურთის განვითარების სტრატეგიისა და ხუთწლიანი გეგმის შემუშავებას, საფეხბურთო კლუ­ბე­ბის დაფინანსების გაზ­რ­დის მიზნით კერძო ინვესტორების მოზიდვის ხელშეწყობას, ფეხბურთის მოყ­ვა­რუ­ლთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ღონისძიებების დაგეგმვას, „უეფას სუპერ თასი 2015-ის" მოსამზადებელი სამუშაოების კოორდი­ნა­­ციას, 2017 წელს საქართველოში დაგეგმილი უეფას 19‑წლამდელთა ევრო­პის ჩემ­პიონატის ფინალური ეტაპის გამართვის უზრუნველყოფას.

ფეხბურთის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში ასევე იგეგმება მასობრივი ფეხბურთის ხელშეწყობა. ამ მიზნით საქართველოს ყველა რეგიონში ამოქმედდება სამწლიანი პროგრამა.

კომისიაში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს ასევე შედიან: ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დომენტი სიჭინავა, ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე, ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრი ალექსანდრე ჩივაძე, ფეხბურთის ფედერაციის საპატიო ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ ხურცილავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42