დღეს უსაფრთხოების საბჭოზე პრემიერთან ავღანეთში საქართველოს კონტინგენტის განახევრებასთან დაკავშირებით ითათბირეს. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკვე გაიმართა კონსულტაციები ნატოელ და ამერიკელ კოლეგებთან და ეს გადაწყვეტილება სრულ თანხვედრაშია აშშ-ის და ნატო-ს კონტინგენტის ეტაპობრივ შემცირებასთან. ირაკლი ალასანიას განცხადებით საქართველოს ავღანურ მისიაში, რომელიც უსაფრთხოების ძალების მხარდაჭერას ემსახურება, 750 სამხედრო მოსამსახურე ეყოლება.
"ჩვენ ბოლო ორი წლის განმავლობაში აქტიურად ვწვრთნიდით და ეტაპობრივად გადავცემდით ავღანეთში ჩვენს პოზიციებს. ეს ნატო-ს საერთო გეგმაში იყო ჩამჯდარი. ეს არის ლოგიკური გადაწყვეტილება, რაღაც ეტაპზე უნდა განხორციელებულიყო ქართული მხარის მიერ. პრეზიდენტ ობამას განცხადებამ, ნატო-ში კონსულტაციებმა და პრეზიდენტ ობამას განცხადებამ, დაგვანახეს აუცილებლობა ამ გადაწყვეტილების მიღებისა. პროცესი დაიწყო და ეს პირდაპირ ეხმიანება იმ ლოგიკას, რა ლოგიკითაც უნდა განვითარდეს მომავალში ავღანეთში ნატო-ს არასაბრძოლო მისია", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ
მასალის გამოყენების პირობები






