საკონსტიტუციო სასამართლომ მანანა კობახიძეს პასუხად წარსული შეახსენა
პოლიტიკა - 15:43, 08 Jun, 2014     3364
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის მიერ ,,მაესტროს“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას წერილით პასუხობს.

,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ, გიორგი პაპუაშვილის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას:

,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს გამოეხმაუროს 2014 წლის 5 ივნისს ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში, თოქ-შოუში “დებატები მაესტროზე” საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ქ-ნ მანანა კობახიძის მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებით გაკეთებულ განცხადებას.

გადაცემაში საუბარი შეეხო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებას საქმეზე “საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”. აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმები, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იყო თვითმმართველობის საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით არჩეული თანამდებობის პირის გადაყენება. ამასთან, ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს ზეპირი მოსმენის გარეშე შეეძლო.

ქალბატონი მანანა კობახიძის სიტყვებით, გიორგი პაპუაშვილი და მისი უწყება ვერ გაბედავდა ასეთი გადაწყვეტილების მიღებას წინამორბედი ხელისუფლების პირობებში.

აღსანიშნავია, რომ ქალბატონ მანანა კობახიძეს, ასეთი განცხადებით, იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ობიექტურობა კითხვის ქვეშ არ დაუყენებია, თუმცა მან აღნიშნა, რომ წარსულში საკონსტიტუციო სასამართლო ამგვარ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. მისი აზრით, სასამართლოს ასეთი სითამამე ახალი ხელისუფლების დამსახურებაა.

საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, აღნიშნოს, რომ 2006 წლიდან დღემდე (მას შემდეგ, რაც სასამართლოს თავმჯდომარე ბ-ნი გიორგი პაპუაშვილია) საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა და დააკმაყოფილა არაერთი სარჩელი, რომელზეც მოსარჩელის ინტერესებს წარმოადგენდა თავად ქ-ნი მანანა კობახიძე ან/და იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომელშიც იგი მოღვაწეობდა.

აღნიშნვის ღირსია ის ფაქტი, რომ გიორგი პაპუაშვილის თავმჯდომარეობის პერიოდში პირველი საქმე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა და დააკმაყოფილა (2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე…”საქართველოს მოქალაქეები - ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”), მოსარჩელის ინტერესებს სწორედ ქალბატონი მანანა კობახიძე და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდნენ. მოქალაქე გიორგი უგულავას მსგავსად, მოქალაქე მანანა კობახიძეც იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა, რომელიც ითვალისწინებდა პირის მიმართ საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების ზეპირი მოსმენის გარეშე მიღებას.

ქალბატონ ვიცე-სპიკერს ასევე შევახსენებთ, რომ უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოში შემოსული სარჩელების 70% დაკმაყოფილდა. აღნიშნული სარჩელების უმრავლესობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, სახალხო დამცველის და ოპოზიციური პარტიების წევრების მიერ იყო შემოტანილი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მომავალშიც მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციაზე დაყრდნობით და მის შესაბამისად გააგრძელებს გადაწყვეტილებებს მიღებას“, - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42