ღარიბაშვილის მუქარამ, არ დაუშვებს ოპოზიციის გამარჯვებას, კულმინაციას მიაღწია - ,,ნაციონალური მოძრაობა“
პოლიტიკა - 14:26, 08 Jun, 2014     2176
ბოლო პერიოდში პრემიერ-მინისტრ ღარბაშვილის მიერ გაჟღერებულმა მუქარამ, რომ არსად არ დაუშვებს ოპოზიციური პარტიის კანდიდატების გამარჯვებას, კულმინაციას მიაღწია. - ასე ეხმაურება ,,ნაციონალური მოძრაობა“ ცესკოს მიერ მათი კანდიდატის არჩევნების რეგისტრაციიდან მოხსნის გადაწყვეტილებას.

როგორც პარტიაში აცხადებენ, მას შემდეგ, რაც პოლიციის, პროკურატურისა და ადგილობრივი ხელისუფლების აღვირახსნილი ზეწოლებისა და შანტაჟის შედეგად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 20-ზე მეტმა კანდიდატმა ე.წ. „საკუთარი სურვილით“ მოიხსნა კანდიდატურა, ხელისუფლება ახალი ფორმის ზემოქმედებაზე გადავიდა.

,,ერთთვიანი მოსყიდვის, მუქარის და შანტაჟის უშედეგო კამპანიის შედეგად, კანონის მოთხოვნილი ვადების სრული დარღვევით, ხელისუფლების სატელიტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საჩივარი შეიტანა მარნეულის საოლქო კომისიაში და მოითხოვა დარეგისტრირებული კანდიდატის რეგისტრაციის გაუქმება.

მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ სამართალდამცავების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ზეწოლის შედეგად მიიღო სრულიად კანონსაწინააღმდეგო განკარგულება და აკმამედ იმამკულიევს საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმა.

აღნიშნული ზეწოლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 7 ივნისის სპეციალურ განცხადებაში.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-მ შესაბამისი საჩივრით მიმართა ცესკო-ს და იმედი ჰქონდა, რომ ცესკო იქნებოდა თანმიმდევრული, ობიექტური და იგივე გადაწყვეტილებას მიიღებდა ოპოზიციური კანდიდატის მიმართ, რა გადაწყვეტილებაც მიიღო ფოთისა და რუსთავის კანდიდატების მიმართ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სწორედ ამ მოწოდებით მიმართეს ცესკო-ს ,,საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველო“-მ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სპეციალური განცხადებებით 7 ივნისს:

,,მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, იყოს თანმიმდევრული და გააუქმოს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული განკარგულება აკმამედ იმამკულიევის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ“

,,მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას იყოს ობიექტური და საკუთარ ქმედებებში გამორიცხოს არათანმიმდევრულობისა და მიკერძოებულობის აღქმა. მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური გაერთიანების კანდიდატის საკითხი იხილება, ყოველთვის იმოქმედოს ერთიდაიგივე სტანდარტით, საარჩევნო კოდექსის რომელიმე ნორმის ბუნდოვანება არ იქნეს განმარტებული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების კანდიდატთა საწინააღმდეგოდ და სახელისუფლებო პოლიტიკური გაერთიანების სასარგებლოდ“ (საია).

ასევე, მარნეულის საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში თომას ჰამერბერგმა, სადაც აღნიშნა ,,კანდიდატს ეკრძალება მონაწილეობა არჩევნებში თუ ის საზღვარგარეთ ცხოვრობს მუდმივად, მაგრამ ხშირად მოგზაურობის გამო არჩევნებში მონაწილეობა არ უდნა აეკრძალოს“, - განმარტეს პარტიაში.

,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთა განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარე ამ ვითარებაში აღმოჩნდა ინსტრუმენტი ხლისუფლების ხელში. პარტიაში მიიჩნევენ, რომ ამ ყველაფრი დამკვეთი კი უშუალოდ პრემიერი ღარიბაშვილია.

,,მიუხედავად საზოგადოებრივი აზრის ერთსულოვნებისა, ძალიან სამწუხაროა, რომ ცესკო და პირადად მისი თავმჯდომარე აღმოჩნდა ინსტრუმენტი ხელისუფლების ხელში, რომელმაც დაადასტურა სრულიად უკანონო სურვილი ნებისმიერი ძალისხმევით ჩამოაცილონ ოპოზიციური კანდიდატები საარჩევნო კამპანიას იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც ხელისუფლება დამარცხების რეალურ საფრთხეს ხედავს.

ფაქტიურად საარჩევნო ადმინისტრაცია აღმოჩნდა ბოლო რგოლი იმ ერთთვიანი უკანონო მოქმედებების ჯაჭვისა, რომელიც მარნეულის რაიონის გამგებლობის კანდიდატის აკმამედ იმამკულიევის წინააღმდეგ წარმოებდა. ამ კანპანიის უშუალო დამკვეთი არის საქართველოს მთავრობა და პირადად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. აქვე შევახსენებთ საზოგადოებას, რომ აკმამედ იმამკულიევის კანდიდატურის მოხსნის თაობაზე ,,ქართული ოცნების“ მხრიდან განხორციელებულ ქმედებებში ჩართულნი იყვნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და პარლამენტის წევრი ალი მამედოვი.

ს/ბ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამოიყენეს კანონით გათვალისწინებულ ყველა საშუალებას და ამ უკანონო გადაწყვეტილებას ახლა უკვე გაასაჩივრებს სასამართლოში“, - განაცხადეს ,,ნაციონალურ მოძრაობაში“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42