ბოლო ორი წელია საქართველო სოფიზმის ტყვეობაშია - დიმიტრი შაშკინი
პოლიტიკა - 18:16, 07 Jun, 2014     4744
სოფიზმი ძველ საბერძნეთში შეიქმნა და იყო და არის დაფუძნებული ყალბ მტკიცებულებებზე და საზოგადოებაში ლოგიკური ანალიზის ნაკლებობაზე. სოფიზმი აკავშირებს მოვლენებს, რომელიც ჯანსაღი ლოგიკის ფარგლებში, ერთმანეთს არ და ვერ უკავშირდება.


აი, სოფიზმის პრიმიტიული მაგალითი:

სოფიზმი ამტკიცებს, რომ 2=3, ამას ასაბუთებენ ასე:

10-10=0

15-15=0

10-10=15-15

2(5-5)=3(5-5)

ვკვეცთ (5-5) და ვიღებთ, რომ 2=3

ის, ვინც მათემატიკა კარგად იცის, ეგრევე დაინახავს, რომ ამ განტოლებაში გამიზნულადაა ჩადებული ცრუ მტკიცებულება: ნოლზე გაყოფა არ შეიძლება. მაგრამ ის, ვინც მათემატიკისგან შორსაა, ხედავს სოფიზმის ცრუ მტკიცებულებას, რომ 2=3.

სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ სოფიზმი სახელმწიფო იდეოლოგიად აქცია. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ერთმანეთს უკავშირებენ იმას, რაც დაუკავშირებელია, მაგრამ ხალხის ემოციებზე და ინფორმაციისა და ცოდნის ხშირი ნაკლებობის ფონზე, ქმნიან მცდარ მტკიცებულებებს და სტერეოტიპებს.

მაგალითად, შსს-მ გამოაცხადა, რომ გახსნეს 2008 წელს ჩადენილი მკვლელობა და დაკავებულს ბრალი დაუმძიმეს. ქვეყნის პირველმა პირებმა ეგრევე განაცხადეს, რომ ეს არის სისტემური დანაშაულის მაგალითი. ის, ვინც იცის, რომ სისტემური დანაშაული ნიშნავს, რომ ამ დროს სისტემის აბსოლუტური უმრავლესობა ჩართულია დანაშაულის ჩადენაში, ბუნებრივია, მიხვდება, რომ ეს განცხადება მცდარია, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი არ არის ინფორმირებული სისტემური დანაშაულის ცნების განმარტების შესახებ და ბუნებრივია, ჩნდება ახალი ცრუ სტერეოტიპი.

ან მეორე მაგალითი: იგივე ფაქტი და განცხადებები რომ ყოფილი პოლიციის უფროსი, გუბერნატორი და ა.შ. დამნაშავეა. სოფიზმის ყველა კანონის დაცვით, საზოგადოებას არწმუნებენ, რომ თუ დანაშაული მოხდა, ხელისუფლების მთელი ვერტიკალი უნდა იყოს ამის შესახებ ინფორმირებული. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აქვს ლოგიკა და კრიტიკული აზროვნების უნარი, ხედავს, რომ ეს მცდარი ბრალდებაა, მაგრამ სოფიზმის მიმდევრები ამას ზუსტად იმ ხალხზე ზეგავლენისთვის აკეთებენ, ვისაც კრიტიკული აზროვნება განვითარებული არ აქვს. ასეთ ხალხის მე მინდა შევთავაზო სოფიზმზე დაფუძნებული ლოგიკა და ვუთხრა, რომ მაშინ დამნაშავე არის გაეროს გენერალური მდივანი ბან კი-მუნი და აი, როგორ მტკიცდება ეს სოფიზმით: საქართველოში არის გაეროს ოფისი, მას უნდა სცოდნოდა, რომ 2008 წელს საქართველოში მოხდა დანაშაული, რადგან ქვეყანაში განვითარებული მოვლენების მონიტორინგი მათი მოვალებაა, მათ ამისთვის ყველანაირი რესურსი აქვთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს რესურსები გამოყენებული არ იყო და ამაში, ბუნებრივია, დამნაშავეა გენერალური მდივანი, რადგან ის ხელმძღვანელობს ამ ორგანიზაციას და შედეგად, ის იყო დაინტერესებული ამ დანაშაულის დამალვაში და არის დამნაშავე.

თქვენ ხომ ხედავთ, რა სულელური ლოგიკა და განცხადებაა, ახლა კი შეხედეთ ქართულ სინამდვილეს და ნახეთ, რამდენი ამაზე უფრო სულელური, სოფიზმზე დაფუძნებული განცხადება კეთდება. ისეთი როგორც ფინანსთა მინისტრის ბოლო განცხადება იმის შესახებ, რომ ეკონომიკაში პრობლემები გვაქვს იმის გამო, რომ ხალხმა კაზინოებში თამაშს მოუკლო...


დიმიტრი შაშკინი

,,რეფორმატორთა კლუბი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42