თომას ჰამერბერგი საქართველოს პროკურატურის გაუმართავ მუშაობაზე საუბრობს
პოლიტიკა - 17:07, 07 Jun, 2014     2645
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელმა სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში თომას ჰამერბერგმა საქართველოში პროკურატურის მუშაობა შეაფასა და აღნიშნა, რომ აუცილებელია უწყების მუშაობის ხარისხის ამაღლება.

ჰამერბერგმა ხაზი გაუსვა, რომ პროკურატურის გაუმართავ მუშაობას მოწმობს მთავარი პროკურორის რამდენჯერმე შეცვლა. ამის შესახებ თომას ჰამერბერგმა სასტუმრო ,,ქორთიარდ მერიოტში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"კვლავაც რჩება საჭიროება საქართველოში პროკურატურის მუშაობის გაუმჯობესების, ეს ეხება არა მხოლოდ წარსულთან დაკავშირებულ საჩივრებსა თუ პრეტენზიებს, არამედ, არსებულ პერიოდში წარმოქმნილ გარკვეულ სიტუაციას. უაღრესად მნიშვნელოვანია პროკურატურა და პროკურორის როლი ნებისმიერი მართლმსაჯულების სისტემაში, მათ შორის საქართველოში, თუმცა შეიძლება ჩაითვალოს, რომ ჩვენს ქვეყანაში პროკურატურა მაინცდამაინც არ არის ისე მყარად ჩამოყალიბებული, როგორც სასურველია, რომ ეს იყოს, ამას მოწმობს ის, რომ რამდენჯერმე შეიცვალა მთავარი პროკურორი. მთავრობისადმი ჩემი ერთ-ერთი მთავარი გზავნილი სწორედ ის გახლავთ, რომ აუცილებელია უფრო გაძლიერდეს პროკურატურის მუშაობის ხარისხი", - განაცხადა თომას ჰამერბერგმა.

პროკურატურის მუშაობის ხარვეზებიდან ჰამერბერგმა მაგალითად მოიყვანა 2012 წლის არჩევნების შემდეგ უწყებაში შესული საჩივრები, რომლის განხილვაც არ მომხდარა. ჰამერბერგის თქმით, მნიშვნელოვანია რეაგირება ყველა ასეთ საკითხზე, რაც მისი განმარტებით, გულისმობს არა მხოლოდ საჩივრის მიღებას, ,,არამედ განმარტებას, თუ რის გაკეთებას აპირებს ორგანო, რომ მოახდინოს საჩივარში დაფიქსირებულ ფაქტზე რეაგირება“, - აღნიშნა ჰამერბერგმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42