გიორგი მარგველაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო
პოლიტიკა - 15:18, 07 Jun, 2014     1720
უკრაინაში ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა, რომელსაც 56 ქვეყნის დელეგაციასთან ერთად, რომელთა შორის 23 სახელმწიფოს მეთაური იყო, საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ფიცის დადების ოფიციალური ცერემონია ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გაიმართა და მას პოლონეთის, რუმინეთის, შვეიცარიის, ლიტვის, მოლდოვისა და გერმანიის პრეზიდენტებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესწრებოდა. ინაუგურაციის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპუი. რადაში შეკრებილმა საზოგადოებამ უკრაინის თავისუფლებისათვის დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

"მე პეტრო პოროშენკო - ხალხის მიერ არჩეული პრეზიდეტი - ვფიცავ, რომ მთელი ჩემი საქმიანობით დავიცავ უკრაინის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ვიზრუნებ უკრაინელი ხალხის კეთილდღეობაზე და დავიცავ მოქალაქეების უფლებებსა და თავისუფლებას, უკრაინის კონსტიტუციას. შევასრულებ ჩემს მოვალეობას ყველა თანამემამულის ინტერესების გათვალისწინებით. ავამაღლებ უკრაინის ავტორიტეტს მთელ მსოფლიოში", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

უმაღლესი რადას სხდომათა დარბაზში რიგით მეხუთე პრეზიდენტის გამოსვლას დეპუტატებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ისმენდნენ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტები ლეონიდ კუჩმა, ლეონიდ კრავჩუკი და ვიქტორ იუშჩენკო.

გიორგი მარგველაშვილი კიევში პირადად პეტრო პოროშენკოს პირადი მიწვევით იმყოფება. 48 წლის ბიზნესმენმა და პოლიტიკოსმა 25 მაისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეთა ხმების 54,7%-ი მიიღო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42