„ახმეტაჰესის“ მშენებლობა დასრულდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:49, 07 Jun, 2014     3287

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ახმეტის მუნიციპალიტეტში „ახმეტაჰესის“ექსპლუატაციაში გაშვების ცერემონიალს დაესწრო. პროექტი შპს „ჰიდროლეა“-მ განახორციელა.

„ახმეტაჰესის“ დადგმული სიმძლავრე 9,4 მეგავატია,სავარაუდო წლიური გამომუშავება კი დაახლოებით 50 მილიონი კილოვატსაათი.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 9,8 მილიონ აშშ დოლარია. ინვესტიცია ბულგარულმა კომპანია „ჰიდროლეამ“ ადგილობრივი ბანკებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების თანადაფინანსებით განახორციელა.

ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა 2013 წლის ივლისში დაიწყო. მშენებლობის პერიოდში სხვადასხვა ეტაპებზედასაქმდა 250 ადამიანი, მათ შორის 150 ადგილობრივი მოსახლე. ამჟამად, სადგურის პერსონალი 8 მუდმივ და 12 დროებით დაქირავებულ თანამშრომელს მოიცავს,რომელთა შორის უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.

ელექტროსადგურში დამონტაჟებულია ავსტრიული კომპანია ANDRITZ HYDRO-ს მიერ მოწოდებული უმაღლესი ხარისხის ევროპული მოწყობილობებიხოლო სადგურის საპროექტო სამუშაოები შესრულებული აქვს საერთაშორისო საპროექტო კომპანია STUCKY-ს.

ელექტროსადგურში ასევე დამონტაჟებულია თანამედროვე ინფორმაციის გადაცემისა და მართვის სისტემა SCADA, რომელიც საშუალებას იძლევა ყველა ოპერაციის ავტომატიზირებისა და კომპიუტერული მართვისათვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42