მინისტრმა 2 დღის წინ ჩატარებულ ნატო–საქართველოს კომისიას გამორჩეული უწოდა.
„საშუალება მომეცა, ჩემი კოლეგებისთვის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოს წარმატებები წარმედგინა. დასკვნა არის ერთადერთი, რომ ალიანსის წევრების დიდი უმრავლესობა პირდაპირ აფიქსირებდა ამ შეხვედრებზე მხარდაჭერას საქართველოს შემდეგ ნაბიჯთან დაკავშირებით და კონკრეტულად MAP-ის მიღებასთან დაკავშირებით უელსის სამიტზე. რა თქმა უნდა, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, დაახლოებით 1 კვირაში გაეცნობიან ალიანსის წევრები ნატოს შეფასებას, თუ რამდენად წარმატებულად განახორციელა საქართველომ რეფორმები და რამდენად აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს. ამის შემდეგ დაიწყება ფორმალური დიალოგები და დებატები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აისახოს ეს უალსის სამიტზე. მინდა, ძალიან თავდაჯერებულად გითხრათ: ჩემი საუბრებიდან, მათ შორის ნატოს გენერალურ მდივან რასმუსენთან და სხვა კოლეგა მინისტრებთან ნატოს წევრი ქვეყნებისა, პრაქტიკულად, დარწმუნებული ვარ, რომ ასახული იქნება დეკლარაციულ ნაწილში საქართველოს წარმატებაც და ამასთან დაკავშირებული შემდგომი ნაბიჯიც ნატოსთან მიახლოების კუთხით“,- აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






