გიგი უგულავამ ხათუნა გოგორიშვილსა და დავით უსუფაშვილის საუბრის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამწუხაროა, როცა პარლამენტის თავმჯდომარე ასეთ მდგომარეობაშია ჩაყენებული უშიშროების და შსს-ს მხრიდან.
,,დავით უსუფაშვულმა გულწრფელად უთხრა ხათუნა გოგორიშვილს, ვიცი რომ სისულელეს გეუბნები ხათუნა, მაგრამ უნდა გადმოგცე ის, რაც მთხოვეს, რომ გადმომეცა თქვენთვის და იქნებ მოგვეხერხებინა და ახმედ იმამყულიევის კანდიდატურა მოგეხსნათ. ვიცი რომ ამას არასწორს გეუბნები... 20 წელია ვიცნობ უსუფაშვილს და ვიცი, რომ ის ფობიებით არ აზორვნებს და ძალიან მრცხვენია მის ადგილას, რომ ასეთ მდგომარეობაშია პარლამენტის თავმჯდომარე ჩაყენებული, რომ უშიშროების ვიღაც ზედელაშვილი შპს ,,სერპანტინის“ დირექტორი და ამავდროულად შს მინისტრის პირველი მოადგილე ასეთ რამეს კადრულობს, და ცუდია, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს არ აქვს იმის პოლიტიკური წონა, რომ საკუთარ გუნდს უთხრას და აუხსნას, ის რაც მავნებლურია ქვენისთვის. არასწორად მოიქცა ბატონი უსუფაშვილი და გადაბრალება იმაზე, რომ ხათუნა გოგორიშვილმა პირადი კომუნიკაცია გამოამჟღავნა, არათუ არასერიოზული, უზნეოც არის. ხათუნამ გააფრთხილა უსუფაშვილი და უთხრა, რომ ყველა ზღვარს გადავიდა თქვენი უშიშროება და მთავრობა და ამიტომ, ვალდებული ვარ ვუამბო საზოგადოებას იმ კომუნიკაციის შესახებ“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
მასალის გამოყენების პირობები






