თენგიზ გუნავას მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობას და დიპლომატიურ კორპუსს
პოლიტიკა - 19:42, 06 Jun, 2014     1736

,,ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი თენგიზ გუნავა აშშ-ს საელჩოს, ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში და საერთაშორისო თანამეგობრობას ღია წერილით მიმართავს.

,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ თენგიზ გუნავას წერილს:




ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში

ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში

არასამთავრობო უფლებადამცველ ორგანიზაციებს

საერთაშორისო თანამეგობრობას

ღია წერილი

მაქვს პატივი მოგმართოთ, როგორც ჩემი ქვეყნის ერთიანობისთვის მებრძოლმა რიგითმა ქართველმა, რომელსაც სხვა მიზანი, გარდა ჩემი ქვეყნის უანგარო სამსახურისა არ მქონია, არ მაქვს და ამას ჩემი განვლილი ცხოვრება ადასტურებს. ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი ჩემი ქვეყნის ერთიანობის აღდგენა და მისი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა, როგორც ერთადერთი გზა რუსული აგრესიის პირობებში საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნების. ამისთვის, ვიბრძოდი, ვიბრძვი და ვიბრძოლებ.

მე არასოდეს ვყოფილვარ პოლიტიკოსი, თუმცა ჩემს ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულმა და პრორუსული, ოკუპანტი ძალების გააქტიურებამ მიმაღებინა გადაწყვეტილება ვმდგარიყავი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით, რის შემდეგაც მე გამოვიარე არაერთი უსამართლო დევნა მათ შორის პატიმრობაც. დღეს, როდესაც მე ვარ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამგებლობის კანდიდატი ზუგდიდის რაიონში, სადაც პოლიტიკურად ყველაზე მეტად უჭირს დღევანდელ ხელისუფლებას, ჩემს წინააღმდეგ ითითხნება აბსოლიტურად მიუღებელი, დაუსაბუთებელი და არაარგუმენტირებული ბრალდებები, ისეთ საქმეებთან დაკავშირებით, რომელთანაც არაფერი მაქვს საერთო. ამ პროცესებს უშაულოდ ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უშიშროების სამსახური. მასობრივად ხდება, ჩემი მომხრეების, თანაგუნდელების, ყოფილი თანამშრომლების დაბარება -დაშინება. შსს-ს სტრუქტურებში ჩემი მუშაობის პერიოდიდან მე ვფლობ არაერთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩემი ქვეყნის უსაფრთხოებას და თავდაცვას და რაც, რატომღაც პანიკურად აშინებს დღევანდელ ხელისუფლებას.

მოგმართავთ, როგორც საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს, როგორც დემოკრატიული პრინციპების მთავარ გარანტებს: ჩემს წინააღმდეგ ორი წლის წინ დაწყებული პოლიტიკური დევნა დღესაც გრძელდება და, ჩემი ინფორმაციით აქტიურ ფაზაში შევა 15 ივნისამდე, რაც დემოკრატიის მთავარი პრინციპების, ადამიანის უფლებების, პოლიტიკური შეხედულების უხეში ხელყოფაა და დისკრედიტაციაა.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, დაინტერესდეთ და მაქსიმალურად აიყვანოთ კონტროლზე, ხელისუფლების მხრიდან, ჩემს მიმართ პოლიტიკური დევნის პროცესები, რომელსაც ხელისუფლება ჩემს წინააღმდეგ ახორციელებს. ვალდებულად ვთვლი, გაცნობოთ, რომ საფრთხის ქვეშ ვარ არა მხოლოდ მე, არამედ ჩემი ოჯახი, თანაგუნდელები და მხარდამჭერები. ნემისმიერი ძალადობა, რომელიც შეიძლება მოხდეს ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე, თანაგუნდელებსა და მხარდამჭერებზე 15 ივნისამდე, და მას შემდეგ, ცალსახად იქნება ინსპირირებული ხელისუფლების და პირადად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ - სრულ პასუხისმგებლობას, მოვლენების შესაძლო ძალადობრივი გზით განვითარებაზე, ვაკისრებ პირადად მას.

გთხოვთ, მიიღოთ ზომები, ჩემი, ჩემი ოჯახის წევრების და თანაგუნდელების უსაფრთხოების უზურუნველსაყოფად - თქვენი მხრიდან, ამ თემით დაინტერესება და მუდმივი კონტროლი, სწორედ იმის გარანტად მიმაჩნია, რომ მე, როგორც მთვარი ოპოზიციური ძალიდ წარმომადგენელმა, ჩემს მშობლიურ ქალაქში წაინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება მშვიდ და თანაბარ უფლებიან გარემოში შევძლო.

პატივისცემით,

თენგიზ გუნავა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42