მოცურავე ირაკლი ბოლქვაძე ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს
სპორტი - 18:27, 06 Jun, 2014     4188
ლიბერთი ბანკის ბრენდის წარმომადგენელი (Brand Ambassador), ყველაზე ტიტულოვანი ქართველი მოქმედი მოცურავე, ირაკლი ბოლქვაძე, 6-8 ივნისს მონაწილეობას იღებს ავსტრიაში, ქალაქ ვენაში გასამართ პრესტიჟულ ტურნირში "Vienna International Longcourse Championships 2014". ირაკლისთვის აღნიშნული შეჯიბრება ერთ-ერთი დასკვნითი მოსამზადებელი ეტაპია 2014 წლის აგვისტოში, ბერლინში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის. ქართველმა მოცურავემ 400 მეტრიანი კომპლექსი 4:40.27 წამში გაცურა და ვენაში მიმდინარე ტურნირის ფინალურ ეტაპზე პირველი შედეგით გავიდა. ფინალური ასპარეზობა დღეს, 6 ივნისს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება. შეჯიბრის შედეგებისთვის თვალის დევნება შესაძლებელია ბმულზე: http://bit.ly/SwimmersClub

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ბოლქვაძე ლიბერთი ბანკის ბრენდის წარმომადგენელი 2014 წლის დასაწყისიდან გახდა. 19 წლის მოცურავე, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი ამჟამად დუბაიში, კლუბ ‘‘Hamilton Aquatic’’-ში ვარჯიშობს, ლიბერთი ბანკი კი მას ამ კლუბის წევრობის ხარჯების დაფარვაში ეხმარება.

ლიბერთი ბანკმა ბრენდის წარმომადგენელთა პროგრამა (‘Brand Ambassador Program’) 2014 წლიდან დაიწყო, ამ მომენტისთვის მის ბრენდს, ირაკლისთან ერთად, წარმატებული ქართველი მუსიკოსი, ჯაზმენი ბექა გოჩიაშვილიც წარმოადგენს, რომელსაც ბანკი ახალი ალბომის ჩაწერაში ეხმარება.

ლიბერთი ბანკი მომავალშიც გააგრძელებს ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდების მხარდაჭერას, რომლებიცხელოვნების, სპორტისა და მეცნიერების სფეროში პირველ ნაბიჯებს დგამენ საერთაშორისო ასპარეზზე და იზრუნებს მათი განვითარების ხელშეწყობისთვის.

ბრენდის წარმომადგენელთა პროგრამით დაინტერესებული პირები დაეკონტაქტეთ ლიბერთი ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტს:

+ 995 32 2 555 500 (1888)

+995 32 2 555 500 (227)





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42