“ევროკავშირს და ნატო-ს მარტივი პრინციპი აქვს - მოიქეცი ისე, თითქოს შენ უკვე მათი წევრი ხარ“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა ქართველ ჯარისკაცებთან მიმართვის დროს განაცხადა. მისი თქმით, ამ პრინციპს საქართველოს მთავრობა ასრულებს.
“მოხარული ვარ, რომ აქ თქვენს შორის ვდგავარ. ქართველი ჯარისკაცები ამ მისიით, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციების ნაწილი ხდებიან. თქვენ დაამტკიცეთ, რომ პროფესიონალები ხართ. ევროკავშირსა და ნატო-ს მარტივი პრონციპი აქვს - მოიქეცი ისე, თითქოს შენ უკვე მათი წევრი ხარ და ამის დროც მოვა. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა ამ პრინციპს ასრულებს და თქვენ იქნებით ერთ-ერთი, ვინც დაამტკიცებს, რომ ეს პრინციპი მუშაობს. მინდა დიდი მადლობა გითხრათ იმისთვის რაც უკვე გააკეთეთ და რასაც გააკეთებთ ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო მისიებში”, – განაცხადა დიმიტროვმა.
მასალის გამოყენების პირობები






